ნინო ქერაშვილის პროექტი



                                                        პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება

ჩვენ, მთარგმნელები

პროექტში მონაწილეები


ხელმძღვანელები:
 ილონა აკობია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნინო ქერაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი
სსიპ ორლოვკის საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლეები

პრობლემის ანალიზი

მოსწავლეებს ძალიან უჭირთ გამოავლინონ ის უნარები, რომლებიც საჭიროა ორი ნა­წარ­მოების შესადარებლად და შესაბამის დეტალებზე ვერ ამახვილებენ  ყურადღებას. რთუ­ლია, გავააზრებინოთ, რომ მხატვრული ხერხები ენის ბუნებაზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ნებისმიერ ენაზე ვერ გამოვთქვამთ გარკვეულ ფრაზებს და სათქმელის ზუს­ტად და მხატვრულად გამოხატვაში ჩანს ენის ლექსიკური სიმდიდრე.
ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ლიტერატურის სწავლების ძირითადი მისია ნამ­დვი­ლად არ არის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, მაგ­რამ გასათვალისწინებელია, რომ მათ ამ გამოცდაზეც უწევთ წერითი კომ­პე­ტენ­ცი­ის დადასტურება და ლიტერატურის გამოცდაზე სწორედ შედარებითი ტიპის ესეს და­წერა მოეთხოვებათ.
მიუხედავად ჩემი მცდელობისა, სრულყოფილად მაინც ვერ ვახერხებთ საგაკვეთილო პრო­ცესში პარალელი გავავლოთ უცხოენოვან მწერლებთან, გამოდინარე მე-9 კლასის პრო­გრამის გადატვირთულობიდან. ამასთან, არც მოსწავლეების წიგნიერების დონეა ჯერჯერობით ისე მაღალი, რომ კარგად იცნობდნენ უცხოენოვან მწერლებს. ინგ­ლი­სუ­რი ენის სასკოლო პროგრამა არ ითვალისწინებს ინგლისურენოვან მხატვრულ ტექ­სტებს, მუშაობენ ლექსიკონთან, მაგრამ არა სასურველი ინტენსივობით. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გამომდინარე, მე და ქართული ენის მასწავლებელმა ვიფიქრეთ, რომ ეს პროექტი ესა­­და­გებოდა როგორც ორივე ჩვენგანის, ისე მოსწავლეების ინტერესებს.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია მოსწავლემ თარგმნოს ქართული მხატვრული ტექსტი ინგლისურ ენა­ზე და პირიქით. გაანალიზოს მშობლიური ენის სტრუქტურა, დააკვირდეს ტროპის სა­ხეების შინაარსობრივ დეტალებს მათი თარგმნისას, გამოიყენოს როგორც მშობ­ლი­ური, ისე უცხო ენის ლექსიკური მარაგი, განივითაროს ლექსიკონთან მუშაობისთვის სა­ჭირო უნარები. შეადაროს ორი სხვადასხვა ავტორის, სხვადსხვა ენაზე, სხვადასხვა გა­რემოში შექმნილი ტექსტი.

პროექტის ამოცანები

·         მხატვრული ტექსტების შერჩევა ქართულ და უცხო ენაზე.
·         ტექსტების განხილვა, თარგმნისთვის საჭირო, მსგავს და განმასხვავებელ დე­ტა­ლებზე დაკვირვება.
·         ქართული მხატვრული ტექსტის თარგმნა ინგლისურ ენაზე.
·         ინგლისური მხატვრული ტექსტის თარგმნა ქართულ ენაზე.

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლე გაიაზრებს ენისთვის დამახასიათებელი დეტალების მნიშვნელობას თარ­გმნის პროცესში, გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, შეძლებს ორი ნაწარმოების შე­და­რე­ბას სტილისა და მხატვრული ხერხებით სათქმელის გადმოცემის მიმართულებით, გა­ი­უმჯობესებს ლექსიკონთან მუშაობისთვის საჭირო უნარებს.

მიზნობრივი ჯგუფი


სსიპ ორლოვკის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები


·         შეხვედრა  1-ლი. ტექსტის კითხვა კომენტირების მეთოდით.
·         შეხვედრა მე-2. უცხო სიტყვებისა და ფრაზების ამოწერა, კითხვა მარკირების მეთოდით. ტექსტების დახარისხება ეპიზოდებად.
·         შეხვედრა მე-3 და მე-4:   თარგმნა
·         შეხვედრა მე-5. უკვე არსებული თარგმანისთვის შედარება.
·         შეხვედრა მე-6. კედლის გაზეთის დამზადება.








                                                 პროექტის რეფლექსია

პატივისცემით, პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენ, მთარგმნელები“
პროექტის ფასილიტატორები: ილონა აკობია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ქერაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი.
პროექტი ,,ჩვენ მთარგმნელები“ განხორციელდა იმ მიზნით, რომ მოსწავლეებისთვის ნა­თე­ლი გამხადარიყო, რაოდენ მხატვრული და მდიდარია მათი მშობლიური ენა იმისთვის, რომ სათ­ქმელი ნათლად გადმოიცეს, როგორი სასარგებლოა, როცა შეგვიძლია, უცხოენოვანი მწე­რა­ლი ორიგინალში წავიკითხოთ და რა საინტერესო პროცესია, სხვა ენაზე გადმოვცეთ კონ­კრე­ტულ ენაზე შექმნილი მხატვრული ტექსტი. რადგან მათ მიერ დაწერილი თხზულებების (იქნება ეს მხატვრული, არგუმენტირებული თუ კრიტიკული) ერთ-ერთი ხარვეზი ლექ­სი­კუ­რი მარაგის სიმცირეა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თარგმნის პროცესი უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, მონ­დო­მებით ეძებნათ საჭირო სიტყვები და ფრაზები, რაც დაეხმარებოდათ სხვა დროსაც სი­ტუ­აცი­ისთვის შესაფერისი ლექსიკური ერთეულების მოძიებაში. კიდევ ერთი, რითიც და­გვა­ინ­ტ­ე­რესა ამ იდეამ, გახლდათ ის, რომ ტროპის რომელიმე სახეობის გადმოთარგმნისას მოს­წავ­ლეებს მოუწევდათ, კარგად გაეაზრებინათ, რა ფუნქციით გამოიყენა ის ავტორმა და სწორედ ეს გამოეხატათ მშობლიურ და უცხო ენაზე.
საწყის ეტაპზევე შევარჩიეთ მხატვრული ტექსტი. მე, ჩემი მიზნებიდან გამომდინარე, შე­სარ­ჩევ კრიტერიუმად დავასახელე, რომ ნაწარმოები მდიდარი ყოფილიყო მხატვრული ხერ­ხე­ბით. მოსწავლეებმა შეარჩიეს რ. ინანიშვილის ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“. ინგ­ლი­სუ­რის მასწავლებელმა გვირჩია ო. ჰენრის ნოველებიდან აგვერჩია რომელიმე. ბავშვებმა ისურ­ვეს ,,უკანასკნელი ფოთოლი“.
პირველ ეტაპზე ორივე ტექსტი გავაანალიზეთ, მოვნიშნეთ ის ეპიზოდები, რომელთა თარ­გმნაც განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვდა. ყოველი ასეთი ფრაზა, ჩვენი რე­კომენ­და­ციების თანხლებით თარგმნეს მოსწავლეებმა.
პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. არ გასჭირვებიათ ინგლისური ტექსტის გად­მო­ქართულება, მაგრამ რ. ინანიშვლისთვის დამახასიათებელი ტროპული მეტყველების შე­სა­ბა­მის ინგლისურ ფრაზებს ვერ აგნებდნენ. მთელი მონდომებით იქექებოდნენ ლექსიკონში, ეძებდნენ სინონიმურ წყვილებს, შინაარსით ფარდ ფრაზებს, განიხილავდნენ უამრავ ვარ­იანტს და არჩევდნენ ერთს. სწორედ ამ ეტაპზე გამოავლინეს სათქმელის ზუსტად გად­მო­საცემად საჭირო უნარები. ცდილობდნენ, რომ ქართული წინადადების სტრუქტურისთვის შე­საბამისი ინგლისური ფრაზები მოეძიათ და პირიქით. გაანალიზეს, რომ სხვადასხვა ენებს წინადადებაში სიტყვათა შეწყობა-შეკავშირების განსხვავებული წესები აქვს. სტი­ლის­ტური ხარვეზის, კალკის, მნიშვნელობა ამ პროცესის დროს უფრო ნათელი გახდა მათთვის, ვიდ­რე საგავეთილო მუშაობისას, ხედავდნენ რა, რომ ინგლისური ფრაზების პირდაპირი თარ­გმანით სრულიად გაუმართავ ქართულ წინადადებას იღებდნენ.
შედარებისას აღნიშნეს, რომ რ. ინანიშვილის პროზა უფრო მდიდარია მხატვრული ხერხებით და თანაც, უფრო რთულია მათი ინგლისურ ენაზე გამოხატვა. ძალიან ბევრი იფიქრეს ეპი­თეტ­ზე  ,,აღერღილი (მუხა)“. ო. ჰენრის შემთხვევაში მეტაფორაზე, რომლის მიხედვითაც პნევ­­მონია გამოყვანილია მოხუც გულქვა მოხუცად. შეამჩნიეს ისიც, რომ ნოველის მა­ხა­სი­ათე­ბელი, მოულოდნელი დასასრული, ორივე მწერალთან გამოიკვეთა.
პროექტის დაგეგმვისას ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ პროფესიით მთარგმნელებთან კი არა, უბ­რალო მოსწავლეებთან ვურთიერთობდით. ვფიქრობთ, ჩვენი მოლოდინები ადეკვატური იყო მათი ასაკისა და განვითარების დონისთვის, თუმცა ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ შე­იძ­ლე­ბოდა უფრო მარტივი ტექსტის შერჩევა, ვიდრე მხატვრული თვალსაზრისით გან­სა­კუთ­რე­ბით გამორჩეული, მაგრამ მე-9 კლასელებისთვის სათარგმნად რთული რ. ინანიშვილი. მათ იზრუნეს, რომ ჩემ მიერ დასახელებული კრიტერიუმისთვის სწორად მოერგოთ ტექსტი, მაგ­რამ ისიც რომ მიმეთითებინა, ენობრივი სიმარტივეც გაეთვალისწინებინათ, ნამდვილად შეძ­ლებდნენ.
ვფიქრობ, ამ პროექტმაც შეუწყო ხელი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რადგან ბავ­შვე­ბი სხვადსხვა ვარიანტიდან კრიტიკული მიდგომით ირჩვედნენ ყველაზე შესაფერისს და ქმნი­დნენ ახალს.

ილონა აკობია-სსიპ ორლოვკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
და ნინო ქერაშვილი - ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

No comments:

Post a Comment