პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში თემაზე:
უცხო ენის სწავლებისას სასაუბრო უნარის განვითარებასთან
დაკავშირებული პრობლემები არაქართულენოვანი სკოლის IX კლასში და ამ პრობლემების აღმოფხვრის
გზების ძიება
ავტორი: ნინო ქერაშვილი
სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის
სოფ. გორელოვკის №2 საჯარო სკოლის
ინგლისური ენის მასწავლებელი
2018–2019 სასწავლო წელი
მადლობა
აღნიშნული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარების
დროს გაწეული დახმარებისა და კონსულტაციის გაწევისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკის №2 საჯარო სკოლის უცხო ენების
კათედრის ხელმძღვანელსა
და წევრებს, ამავე სკოლის შეფასების ჯგუფის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას.
მადლობას ვუხდი ასევე ჩემს კოლეგებს, უცხო ენის პედაგოგებს,
კოლეგიალობისა და ფასეული რჩევებისთვის და გორელოვკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც
თავიანთი აქტიურობით ხელი შემიწყეს კვლევის მიმდინარეობასა და განხორციელებაში.
განაცხადი
წინამდებარე კვლევის ანგარიში წარმოადგენს ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკის
კვლევის ანგარიშს და ეს კვლევა საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების შედეგად შეიქმნა
ეტაპობრივად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ნაშრომი არის ჩემი ორიგინალური
ნაშრომი და იგი არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოყენებულ თუ გამოქვეყნებულ
მასალებს. ნაშრომში გამოყენებულია სხვა მასალიდან ციტირებული ნაწყვეტები, რომლის ბოლოში
მითითებულია ავტორი და გამოქვეყნების დრო. მასალა გამოყენებულია სათანადო წესების დაცვით.
ნინო ქერაშვილი
05.06.2019
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემი პედაგოგიური კვლევის
ანგარიშს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში სასაუბრო
(ლაპარაკის) უნარი სწავლა–სწავლების პროცესში.
კვლევის პროცესი წარიმართა 2018–2019 სასწავლო წლის
განმავლობაში. კვლევის პროცესი იყოფა ორ ძირითად ნაწილად: პირველ რიგში მოვახდინე საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, რაც უშუალო კავშირში
იყო მოსწავლეთა სწავლის პროცესში ლაპარაკის უნარის განვითარების შეფერხებასთან და ამ
შეფერხების გამომწვევ მიზეზებთან. საკვლევი საკითხი გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც მოსწავლეებზე
დაკვირვებისას შევამჩნიე, რომ მათ უჭირდათ აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე და ჩავატარე
დიაგნოსტიკური ტესტირება მოსწავლეებში და ფოკუს–ჯგუფის მეთოდი მოსწავლეებში, მოსწავლეთა
მშობლებში და მასწავლებლებში და ამ მეთოდთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ჩემი მოსწავლეების მიერ დაშვებული
შეცდომების სავარაუდო ტიპები და საკვლევი საკითხი.
ინტერვენციების მიმდინარეობისას ვახდენდი დაკვირვებას,
უმჯობესდებოდა თუ არა ლაპარაკის უნარი სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებში. მონაცემთა შეგროვებაში
და ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი, ისე
თვისებრივი კვლევის მეთოდები: დაკვირვება, დიაგნოსტიკური ტესტირება და ფოკუს–ჯგუფი
და ანკეტირება.
კვლევის შედეგების ანალიზმა დაადასტურა ჩემი ვარაუდი
ინგლისური ენის სწავლების პროცესში სასაუბრო უნარის განვითარებასთან დაკავშირებული
პრობლემების შესახებ, ხოლო ჩემს მიერ შემუშავებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ამ პრობლემის
ნაწილობრივ გადაჭრას.
მინდა აღვნიშნო, რომ სასაუბრო უნარის განვითარება დანარჩენ
სამ კომპეტენციასთან – მოსმენა, წერა, კითხვა – მჭიდრო კავშირშია და მისი (სასაუბრო უნარის) განვითარებისთვის სხვა კომპეტენციებიც
უნდა იყოს ჩართული.
საკვანძო სიტყვები: ლაპარაკის უნარი, ზეპირმეტყველების
განვითარება, დაკვირვება,
კომუნიკაცია, ეფექტური სწავლების ელემენტები, ანკეტირება, კითხვარი, საუბრის უნარი, ინტერვენცია.
სარჩევი
შესავალი ...................................................................................................................7
თავი I საკვლევი საკითხის მიმოხილვა,
მიზნები და ამოცანები
1.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ .....................................................9
1.2 პრობლემა და საკვლევი საკითხი
..........................................................10
1.3 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგისათვის
......................................................10
1.4 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
.................................11
1.5 კვლევის მიზანი
........................................................................................11
1.6 საკვლევი
კითხვები .............................................................................................12
1.7 კვლევის ამოცანები
...........................................................................................12
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა..................................................................................12
თავი III
კვლევის დიზაინი
3.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი ..........................................................................21
3.2 კვლევის მეთოდები
..................................................................................21
3.3 კვლევის ვადები
..........................................................................................22
თავი IV კვლევის
შედეგები
4.1 მონაცემთა ანალიზი
...................................................................................23
4.2 კვლევის მიგნებები ......................................................................................30
4.3 კვლევის ნაკლოვანებები
....................................................................................31
თავი V ინტერვენციები
5.1 ქმედებების / ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება
..................32
5.2 ქმედებების /ინტერვენციების შედეგების ანალიზი
..............................38
5.3 დასკვნა
.........................................................................................................40
5.4 რეკომენდაციები ..........................................................................................41
ბიბლიოგრაფია/გამოყენებული
ლიტერატურა ...........................................42
დანართები...........................................................................................................44
რეფლექსია ..........................................................................................................56
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფ. გორელოვკის №2 საჯარო სკოლის ინგლისური
ენის მასწავლებლის ნინო ქერაშვილის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს. ამ სკოლაში
ვმუშაობ 2014 წლიდან ინგლისური ენის პედაგოგად.
ნაშრომში განხილულია სასაუბრო უნარის განვითარებასთან
დაკავშირებული პრობლემები არაქართულენოვან სკოლაში უცხო ენის (კერძოდ ინგლისური ენის)
სწავლების პროცესში და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი მეთოდები, აქტივობები
და განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მიღებული შედეგი.
წინა საუკუნის სასწავლო მიზნებისგან განსხვავებით დღევანდელი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის შესწავლა ემსახურება პრაქტიკულ მიზანს:
მიღებული ცოდნის საშუალებით მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხო ენაზე მეტყველება და წარმატებით
განახორციელოს კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.
უცხოური ენის სწავლების
პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:
·
განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·
განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა,
წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·
გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენელთან წარმატებული
კომუნიკაციის უნარი:“ [1]
საკვლევი საკითხის
აქტულობა – პრაქტიკული კვლევა ჩატარდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკის
№2 საჯარო სკოლის IX კლასში (მოსწავლეთა რაოდენობა 9, სსსმ მოსწავლე არ არის).
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი კვლევა გამომდინარეობს საჭიროებიდან:
5 წლის მანძილზე არაქართულენოვან სკოლაში მიღებულმა
პირადმა გამოცდილებამ, ჩემს მოსწავლეებზე მუდმივმა დაკვირვებამ და სწორედ მოსწავლეთა დიდმა სურვილმა, უფრო მეტი დრო დაგვეთმო სასაუბრო
უნარის განვითარებისთვის, განაპირობა ამ საკვლევი თემის შერჩევა.
დაკვირვების შემდეგ გავესაუბრე სკოლის დირექტორს, დირექტორის
მოადგილეს და უცხო ენის კათედრის წევრებს. გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული
პრობლემა არსებობდა სხვა კლასებშიც და სხვა უცხო ენაშიც (მხედველობაში მაქვს რუსული
ენა) და ქართულ ენაშიც (ჩვენი სკოლა არაქართულ ენოვანია და ქართული ენა ისწავლება,
როგორც მეორე ენა) და აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ აღნიშნული პრობლემის სავარაუდო
გამომწვევ მიზეზებზე.
სათანადო ლიტერატურის შესწავლის შემდეგ ამ მიზეზების
გამოკვლევის და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების მიზნით საკვლევ თემად შევარჩიე –
უცხო ენის სწავლებისას სასაუბრო უნარის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და
მათი აღმოფხვრის გზების ძიება.
პრობლემის აქტუალურობა:
უცხო ენის (ჩვენს შემთხვევაში
ინგლისური ენის) სწავლება საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან იწყება. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ეტაპობრივად, ხანგრძლივი დროის მანძილზე გარკვეული დოზით ხდება სასაუბრო
უნარის განსავითარებელი სავარჯიშოების მიწოდება, სახელმძღვანელოებში მოცემულია როლური
თამაშების და სხვა მეთოდური ხერხების და აქტივობების გამოყენება მოსწავლეებში სასაუბრო
უნარის განვითარებისთვის, თუმცა როგორც ჩემი დაკვირვებით გამოვლინდა, ყოველივე ეს საკმარისი
არ არის. რაც უფრო ზედა კლასშია მოსწავლე, მას მით უფრო უჭირს საუბარი უცხო ენებზე.
ჩემს შემთხვევაში (მხედველობაში მაქვს ჩემი სამიზნე ჯგუფი – IX კლასი) თვითონ მოსწავლეებმა მოინდომეს ამ კუთხით მეტი
მუშაობა. საქმე იმაშია, ორი–სამი წლით ადრე ჩემს მისვლამდე, აღნიშნულ სკოლაში ხშირ
შემთხვევაში არ ტარდებოდა ინგლისური ენის გაკვეთილები (სკოლაში არ იყო ინგლისური ენის
სპეციალისტი) ან ტარდებოდა არასპეციალისტი მასწავლებლის მიერ. ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე, როდესაც ამ სკოლაში მუშაობა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ყველა კლასში ძალიან
დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი, იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეების ცოდნის დონე მიმეახლოვებინა
იმ მოთხოვნებთან, რაც მოცემულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასე ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა
და ეტაპობრივად მივიწევდით წინ. პირველი რიგის პრობლემა ზედა კლასებშიც კი იყო ანბანის
არცოდნა და კითხვა, ფაქტობრივად, ყველას უჭირდა კითხვა და დამატებითი მეცადინეობების
ხარჯზე, რომელსაც ხშირად ინტერნეტის საშუალებით ვახერხებდით, ეს ბარიერები ნელ–ნელა
გადავლახეთ. შემდეგ უკვე გაჩნდა სასაუბრო უნარის განვითარების მოთხოვნილება. სწორედ
ამ სასწავლო წელს ვმუშაობდი ამ უნარის გასაუმჯობესებაზე და ჩემი კვლევის თემაც აქედან
გამომინარე შევარჩიე. ფაქტობრივად ყველა კლასში არის ეს საჭიროება, მაგრამ ყველაზე
მეტი მოთხოვნილება IX კლასში
გაჩნდა. თავდაპირველად დავიწყეთ იმ ფრაზების ათვისება, რაც მარტივი საუბრისთვის არის
საჭირო და შემდეგ უკვე გადავედით რთულ კონსტრუქციებზე, რაც საგაკვეთილო დროში აღარ
ეტეოდა და ისევ განვაახლეთ ინტერნეტ–ურთიერთობები და საკმაოდ ნაყოფიერადაც ვიმუშავეთ
და ვაგრძელებთ მუშაობას.
კვლევა დავიწყე 2018 წლის ნოემბერში და დავასრულე
2019 წლის მაისში. თუმცა ამ კუთხით მუშაობას ისევ ვაგრძელებ.
თავი I საკვლევი საკითხის მიმოხილვა,
მიზნები და ამოცანები
1.1. მოკლე ინფორმაცია
სკოლის შესახებ
სკოლა არის არაქართულენოვანი (სომხურენოვანი), სკოლაში
არის 99 მოსწავლე. ყველა მოსწავლე არის ეთნიკურად სომეხი. რვა წელია, რაც სკოლაში დაიწყო
ინგლისური ენის სწავლება. აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები
ინგლისური ენისთვის არის ძალიან მცირე რაოდენობის. ინგლისური ენის სწავლების დაწყებამდე
უცხო ენად ისწავლებოდა გერმანული ენა. უკვე მეხუთე სასწავლო წელია, რაც ვმუშაობ ამ
სკოლაში. ჩემი მუშაობის მანძილზე მომიხდა დიდი შრომა, ვქმნიდი სასწავლო რესურსებს მოსწავლეთა
საჭიროებების მიხედვით, ვიყენებდი სხვადასხვა მეთოდებსა და აქტივობებს საგაკვეთილო
პროცესში, რომ გარკვეული შედეგისთვის მიმეღწია.
1.2. პრობლემა და
საკვლევი საკითხი
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის
სწავლება მხოლოდ რვა წელია, რაც მიმდინარეობს, ხოლო მე ვმუშაობ ამ სკოლაში უკვე ხუთი
წელია. ამ ხუთი წლის მანძილზე ამ სკოლაში მუშაობამ გამოკვეთა მთელი რიგი საკითხები,
რომელთა ათვისებაც, ძირითადად, უძნელდებათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. უცხო ენების სწავლებისთვის
საჭირო ოთხი კომპეტენციიდან – წერა, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი – ჩემი მოსწავლეებისთვის
ყველაზე ძნელად ასათვისებელი აღმოჩნდა ლაპარაკის (სასაუბრო) უნარის განვითარება. განზოგადების
მიზნით ჩავატარე ფოკუსჯგუფის მეთოდი ენების მასწავლებლებში (რუსული, ინგლისური, სომხური
და ქართული), რამაც დამანახა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ინგლისური ენისთვის არ არის დამახასიათებელი.
ჩემი მოსწავლეებისთვის მშობლიური ენა სომხურია. მათთვის რუსულიც, ინგლისურიც და ქართულიც
უცხო ენას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, პრობლემაც ზოგადია და ყველა უცხო ენაში
ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის არსებობს სასაუბრო უნარის განვითარებასთან დაკავშირებული
პრობლემები.
1.3.
მოსალოდნელი
შედეგები მოსწავლეთათვის, მასწავლებლისა და კოლეგისათვის
ჩემი კვლევის შედეგად მიღებული შედეგები დაეხმარება
უცხო ენების (მხედველობაში მაქვს ინგლისური, რუსული და ქართული) მასწავლებლებს იმაში,
რომ ჩემს მიერ გაკეთებული დასკვნები გამოიყენონ თავიანთ პრაქტიკაში, თუკი ექნებათ სასაუბრო
უნარის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები სასწავლო პროცესში.
მოსწავლეები უფრო ადვილად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას
უცხო ენაზე, აითვისებენ რა სათანადო კონსტრუქციებს, ჩემს მიერ მათ კლასში განხორციელებული
ინტერვენციების შედეგად და ეს დაეხმარება მათ (მოსწავლეებს) უფრო მარტივად გადმოსცენ
საკუთარი აზრი უცხო ენაზე.
ჩემთვის ეს იქნება გამოწვევა, რომ სხვა მოსწავლეებთან
უფრო მოკლე დროში განვახორციელო ჩემ მიერ აპრობირებული
მეთოდები, შევქმნა უფრო მეტი რესურსი მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად და უფრო
გავამრავალფეროვნო საგაკვეთილო პროცესი საჭირო და სახალისო აქტივობებით.
1.4.
პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები
ეს მიზეზები შემდეგნაირად გამოიკვეთა:
Ø
ლექსიკური
მარაგის სიმწირე;
Ø
გრამატიკული
სტრუქტურისა კონსტრუქციების არასაკმარისი ცოდნა;
Ø
მოსწავლეთა
მიერ არასათანადოდ გადანაწილებული თავისუფალი დრო;
Ø
მშობლიური
(აღნიშნულ შემთხვევაში სომხური) და უცხო ენების სტრუქტურული განსხვავება;
Ø
შეცდომის
დაშვების შიში.
1.5.
კვლევის მიზანი
საკვლევი საკითხის ჩამოყალიბების შემდეგ დავისახე შემდეგი
მიზნები:
ü
სასაუბრო უნარის
განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების
იდენტიფიცირება, მათი კლასიფიკაცია და აღნიშნული
პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება;
ü
სავარაუდო ინტერვენციების რამდენიმე ვარიანტის შემუშავება,
მათი განხორციელება და მიღებული შედეგების კოლეგებისთვის გაზიარება.
1.6.
საკვლევი კითხვები:
Ø როგორ შეიძლება აღმოიფხვრას საუბრის უნარის განვითარებასთან
დაკავშირებული პრობლემები? (მთავარი კითხვა)
Ø გამიყვანს თუ არა სასურველ შედეგებზე ჩემს მიერ შერჩეული
მეთოდები და ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები?
Ø რა რესურსები მოვიძიო ან შევქმნა, რა სტრატეგიები და
მეთოდები უნდა გამოვიყენო, რომ გავუადვილო ჩემს მოსწავლეებს წინადადების აწყობა და
აქედან გამომდინარე კომუნიკაცია უცხო ენაზე?
1.7.
კვლევის ამოცანები
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე შვიმუშავე შემდეგი ამოცანები:
·
სადიაგნოსტიკო
ტესტის შედგენა და მისი შევსება მოსწავლეების მიერ ანონიმურად; (იხ. დანართი)
·
ფოკუს–ჯგუფის
მეთოდის ჩატარება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან; (იხ.დანართი)
·
დაკვირვება
თითოეული მოსწავლის სასაუბრო უნარის დონეზე (იხ. მონაცემთა ანალიზი);
·
მონაცემთა
შეგროვება და ანალიზი; (იხ. დანართი)
·
იმ
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სასაუბრო
უნარების განვითარებას; (იხ. დანართი)
·
ინტერვენციების
შემდეგ განმეორებითი სადიაგნოსტიკო ტესტის შედგენა (პირველი სადიაგნოსტიკო ტესტის მოდიფიცირება
საჭიროების მიხედვით) და მისი შევსება მოსწავლეების მიერ ანონიმურად (იხ. დანართი);
·
შედეგებისა
და დასკვნების პრეზენტაცია (იხ.დანართი);
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
ფაქტობრივად კვლევის პროცესი დავიწყე სათანადო ლიტერატურის
გაცნობით, ვეძებდი რა იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს,
რომელიც დამეხმარებოდა ჩემი მოსწავლეები სასაუბრო უნარის განვითარებაში.
უცხოური ენის ახალ სტანდარტში მოცემულია გამოწვევები
მოსწავლეთა აუცილებელი ენობრივი უნარების ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც ერთ–ერთ
მიმართულებად ნაგულისხმევია ზეპირმეტყველება, ანუ ლაპარაკი.
„უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები
სამ კატეგორიად
დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·
უცხოენოვანი
ქვეყნების კულტურის
გაცნობა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·
სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·
ენობრივი
უნარ-ჩვევები;
·
სტრატეგიული
უნარ-ჩვევები;
·
ისეთი
სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,
როგორებიცაა თანამშრომლობა,
თავისუფალი არჩევანის
გაკეთება, თვითსრულყოფა,
შემოქმედებითობა და სხვა;“[1]
ი. აუდადესის
მიხედვით მსოფლიოში არის 7000 ცოცხალი ენა. ყოველი ენა არის უნიკალური თავისი წარმოშობით,
შედგენილი ფესვებითა, თუ სტრუქტურით. აქედან გამომდინარე თითოეული ენა ხასიათდება უამრავი
თავისებურებით, რაც გამოიხატება იდიომებით, გამოთქმებითა და შედგენილი სიტყვებით. ყველაფერი
ეს ენას უნიკალურობას და სიმდიდრეს სძენს, თუმცა წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას კომუნიკაციის
დროს.
უცხო ენის სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ოთხი კომპეტენცია: წერა, კითხვა, მოსმენა
და ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, საუბრის უნარის განვითარება არის ერთ–ერთი ძალიან
მნიშვნელოვანი კომპონენტი უცხო ენების სწავლების პროცესში. მე ვფიქრობ, ლაპარაკის კომპეტენცია
ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწავლების შედეგი ყველაზე კარგად ჩანს ლაპარაკში და
ფაქტობრივად მოიცავს მოსმენის კომპეტენციასაც. ეს საკითხი გლობალურია, ვინაიდან ნებისმიერი
ენის სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი გარემოებები და მრავალი ნიუანსი,
რაც უნდა გამოიხატოს მრავალფეროვან აქტივობებში იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეთა
მიერ ამ ყველაფრის აღქმა ხდება ინდივიდუალურად და ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზეა
მოსარგები ჩემს მიერ დაგეგმილი და მოსწავლისთვის შერჩეული ნებისმიერი მასალის ათვისებისთვის საჭირო მეთოდები
და სტრატეგიები.
„ლაპარაკის უნარის განვითარებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ორ ენას შორის არსებული შემდეგი თავისებურებები (ენობრივი ბარიერები):
·
განსხვავებები ენების სტრუქტურებს შორის (წინადადების
აგების განსხვავებული წესები);
·
ყველა ენაში არსებობს იდიომები, რაც განაპირობებს თარგმნისას
ბევრ შეცდომას და გაუგებრობას; (იდიომები არის სიტყვათა უნიკალური ჯგუფი, რომელთაც
მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ ამ ერთობლიობით და მხოლოდ კონკრეტულ ენაში);
·
საუბრისას მოსწავლეების
მიერ ხდება სიტყვა–სიტყვით თარგმანი თავიანთი მშობლიური ენიდან სამიზნე ენაზე რაც იწვევს
სრულ აბსურდს, მახინჯდება შინაარსი, ზოგ შემთხვევაში მეორე ენის კულტურისთვის შეურაცხმყოფელიც
კი გამოდის);
·
ინგლისურ ენაში ორი სიტყვის შეეერთებით, იქმნება ერთი
(ხანდახან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის) სიტყვა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია
მისი შემდგენელი ორი სიტყვის მნიშვნელობებისგან;
·
ორ ენას შორის არსებული სოციალური და კულტურული ფაქტორები;“
(თარგმანი ჩემია) [3]
ნ. ქათამაძის მიხედვით სასაუბრო უნარის განვითარება
უცხო ენის სწავლებაში საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში,
არამედ მთელ მსოფლიოში.
„ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ–ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი
წყაროა“ [4].
ხოლო მ.სიხარულიძის მიხედვით „სამიზნე ენის შესწავლისას მთავარი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. კომუნიკაციის ინიციატორად მასწავლებელი გვევლინება. აუდიოლინგვური მეთოდისაგან განსხვავებით, სადაც მიზანს ასევე კომუნიკაცია წარმოადგენს, საკომუნიკაციო მეთოდიკა არ შემოიფარგლება მკაცრად განსაზღვრული, ნიმუშებზე ორიენტირებული სავარჯიშოებით. ის წინ წამოწევს ენის შემსწავლელის კომუნიკაციის დამოუკიდებელ უნარს. თემატიკა და სასწავლო მასალის კონტექსტი მოსწავლეს საშუალებას უნდა აძლევდეს, პირადად მიიღოს მონაწილეობა ინტერაქციასა და კომუნიკაციაში. ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სამიზნე ენის საკომუნიკაციო მეთოდის მეშვეობით შესწავლაზე, არის: ასაკობრივი ინტერესები, სოციოკულტურული კონტექსტი, წინარე ცოდნა და გამოცდილება და ა.შ.“[5]
იგივე ავტორის მ. სიხარულიძის მიხედვით
უცხო ენაზე კომუნიკაცია გულისხმობს სამიზნე ენის გარკვეული გრამატიკული კონსტრუქციების
ცოდნას, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ააგოს წინადადება და გამოხატოს საკუთარი აზრი უცხო
ენაზე. გრამატიკული წესები
მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ გარკვეული დოზით და სახალისო აქტივობებით და განვამტკიცოთ
პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც უნდა შეირჩეს შესასწავლი თემატიკის მიხედვით მოსწავლეთა
ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
„როდესაც გრამატიკის სწავლება საკომუნიკაციო მიზნებს ემსახურება, სასურველია, ეს პროცესი კონტექსტისაგან მოწყვეტილად არ მოხდეს. წესებისა და ტერმინების ზეპირად სწავლა არ არის სასურველი. მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს, ამოიცნოს, გაიაზროს და კონტექსტში გამოიყენოს გრამატიკული თავისებურებები, კონსტრუქციები და მოვლენები. ასათვისებელ ენობრივ მასალაზე აგებული ტექსტების მეშვეობით გრამატიკული მასალის სახალისო, ადვილად გასაგებ, ზეპირ თუ წერილობით საკომუნიკაციო სიტუაციებში მიწოდება უნდა მოხდეს, მრავალფეროვანი აქტივობებისა და სავარჯიშოების თანხლებით.“ [5]
„საკომუნიკაციო მეთოდი
გრამატიკის სწავლებისადმი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. მკვლევარები განასხვავებენ
გრამატიკის გაგებისა და გაზიარების ფორმებს. ამ კონცეფციის თანახმად ენის შემსწავლელს
შეუძლია უფრო მეტი გრამატიკულისტრუქტურის გაგება, ვიდრე დამოუკიდებლად გამოყენება ან
წარმოება“ [6].
ხოლო კომუნიკაცია ძრითადად ხორციელდება დიალოგურ რეჟიმში,
შეიცავს კითხვებსა და პასუხებს სიტუაციისა და თემატიკის შესაბამისად. იმისათვის, რომ
მოსწავლეებმა გამართონ დიალოგი, დასვან კითხვა და გაიგონ მოსაუბრის პასუხი, მათ უნდა
იცოდნენ კითხვის დასმის ელემენტარული წესები, ანუ უნდა გააჩნდეთ გარკვეული ცოდნა თუ
რა ტიპის კითხვა უნდა შეადგინონ. ძირითადად კითხვები ინფორმაციის მიღების მიზნით დაისმის და ყოველთვის იწყება კითხვითი სიტყვებით,
რომელთა ცოდნაც აუცილებელია. კითხვითი სიტყვების დასწავლა შესაძლებელია როლური თამაშებით
მოგონილ სიტუაციებში. როლები უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის
ინტერესებსა და ცოდნის დონეს. დასაწყისისთვის მოსწავლეს უნდა შევთავაზოთ მარტივი დიალოგები
მოგონილი როლებით, შემდეგ კი ნელ–ნელა ხდება დიალოგების გართულება. შეგვიძლია, მოსწავლეს
შევთავაზოთ თვითონ მოიფიქროს და მოგვაწოდოს სიტუაცია და როლები. ეს უფრო ხალისიანს
გახდის სწავლების პროცესს და თვითონ მოსწავლეც უფრო მეტადაა დაინტერესებული საუბრის
სწორად წარმართვით.
„როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში.“[4]
ლ.
აბდუშელიშვილის მიხედვით როდესაც უკვე შემდგომ ეტაპზე მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად
ხდება დიალოგის წარმართვა, იგი ცდილობს, სწორად დასვას შეკითხვა, რათა მიიღოს სასურველი
სწორი პასუხი. ამ ეტაპზე მასწავლებლის ჩარევა იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ მოსწავლე
თავად ვერ ახერხებს კითხვის დასმას და დახმარებას გთხოვთ. გამარტივებული მეთოდებით
და კითხვის დასმისთვის საჭირო ცოდნის გახსენებისთვის, ეტაპობრივად უნდა მივიყვანოთ
მოსწავლე კითხვის სწორად დასმამდე.
„უცხო ენაზე საუბრისას შემსწავლელი იყენებს საკომუნიკაციო სტრატეგიებს, რათა შეტყობინება
ეფექტურად წარმოადგინოს და აზრი გააგებინოს მოსაუბრეს. თავდაპირველად მოსაუბრეს გააჩნია
საკომუნიკაციო მიზანი – მოყვეს ამბავი, გასცეს ინსტრუქცია ან უპასუხოს შეკითხვას, რომელიც
განსაზღვრავს, თუ რა გეგმა უნდა შეიმუშაოს მოსაუბრემ, ეს გეგმა კი განაპირობებს თუ
როგორ უნდა განხორციელდეს საკომუნიკაციო მიზანი – დიალოგის თუ მონოლოგის მეშვეობით.
მას შემდეგ, რაც მოსაუბრე შეიმუშავებს სასაუბრო გეგმას, იგი იწყებს წინადადების აგების
გეგმის შემუშავებას, რაც საერთო ჯამში შეადგენს „ჩონჩხს“. შემდეგი ეტაპია ამ მოდელის
პრაქტიკული განხორციელება“ [7].
ჩემი
აზრით, ეს „ჩონჩხი“ რომ შეადგინოს, მოსწავლეს უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული თეორიული
ცოდნა მისი შედგენის წესების შესახებ, რასაც შემდგომ პრაქტიკულად თანდათან განამტკიცებს.
ი. შინჯიკაშვილის მიხედვით „ თანამედროვე საჯარო სკოლებში უცხოური ენის შესწავლის
მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს წარმატებული
კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან. წარმატებული კომუნიკაციის მისაღწევად
კი აუცილებელია,რომ მოსწავლე კითხულობდეს კარგად, ჰქონდეს
ლექსიკური მარაგი, რომელიც დაეხმარება გააზრებაში და ბოლოს, აუცილებელია ასევე გრამატიკული
ფორმების ცოდნა, რათა მისი მეტყველება და წერა იყოს გამართული და სწორი.“
[8]
ე. შავერდაშვილის მიხედვით კი უცხო
ენაზე კომუნიკაციისა ყველა კომპონენტი თანაბრად მონაწილეობს.
„თუ ერთი საუკუნის წინ უცხო ენის გაკვეთილის მიზანი გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა და მათი დაზუთხვა იყო (გრამატიკულ-მთარგმნელობით მეთოდი), დღეს უცხო ენის გაკვეთილის მიზანს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა/დაფასება წარმოადგენს (კომუნიკაციური დიდაქტიკა). ენობრივი
მასალის
დასწავლას
თარგმანისა
და
მასალის
მექანიკური
დაზეპირების
გზით
ჩაენაცვლა
ენის
ათვისება
შინაარსზე
ორიენტირებული
დისკუსიებისა
და
კრიტიკული
აზროვნების
განმავითარებელი
დავალებების
გზით.
უცხო
ენების
სწავლების
ძირითად
მიზანს
კომუნიკაციური
კომპეტენციის, ანუ კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება
წარმოადგენს.
იმისათვის,
რომ
მოსწავლემ
შესასწავლ
ენაზე
კომუნიკაციის
დამყარება
შეძლოს,
აუცილებელია,
მას
გამოუმუშავდეს
შემდეგი
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევები
(სამეტყველო
აქტივობები):
1.მოსმენა
2.ლაპარაკი
3.კითხვა
4.წერა
ზემოთ
ჩამოთვლილი, თავის
მხრივ, შეიძლება
დაიყოს გაგების
ხელშემწყობ, ანუ,
როგორც მათ
უწოდებენ, რეცეპციულ
უნარ-ჩვევებად
(მოსმენა, კითხვა)
და სამეტყველო
აქტივობის ხელშემწყობ,
ანუ პროდუქტიულ
უნარ-ჩვევებად
(ლაპარაკი, წერა).
თუმცა ენობრივი
ქმედებისათვის ენის
შემსწავლელებს მხოლოდ
აღნიშნული კომუნიკაციური
უნარ-ჩვევების
განვითარება კი
არ სჭირდებათ,
არამედ გარკვეული
რაოდენობის ლექსიკა,
სინტაქსური კონსტრუქციების
ცოდნა, აგრეთვე
სწორი საწარმოთქმო და
ორთოგრაფიული უნარების
ფლობა.
მაშასადამე,
ენის შესწავლა
ნიშნავს ენობრივი
სისტემის შემდეგი
ასპექტების დაუფლებასაც:
–ლექსიკა (ლექსიკურ-სემანტიკური სისტემა);
–გრამატიკა (გრამატიკულ-სტრუქტურული სისტემა);
–წარმოთქმა და
ინტონაცია (ფონეტიკურ-ფონოლოგიური სისტემა);
–მართლწერა (ორთოგრაფიული
სისტემა).
მნიშვნელოვანია
ის გარემოება,
რომ ენის
სრულყოფილად დაუფლებისათვის
საჭიროა ამ
ელემენტების არა
იზოლირებულად, არამედ
ინტეგრირებულად მიწოდება,
რამდენადაც კომუნიკაციაში
(რაც თანამედროვე
გაკვეთილის უმთავრეს
მიზანს წარმოადგენს!)
ყველა ეს
ელემენტი თანაბრად
მონაწილეობს.“ [9]
თანაავტორების: ე.შავერდაშვილის, ნ. ფიცხელაურის, ფ.
რამიშვილის და მ.გვასალიას მიხედვით „მოსმენის და კითხვის დროს
ხდება ინფორმაციის
მიღება, ლაპარაკის
და წერის
დროს კი ინფორმაციის გაცემა.“ [10]
მ. ნატროშვილის პრაქტიკული კვლევის
მიხედვით კი: „ ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი
ფაქტორი, მაგ.: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც
სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და
სტრუქტურების არცოდნით, ასევე შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა
ზეპირმეტყველების აქტივობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების
სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და სახალისო აქტივობების
გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე
იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის
დაშვების შიში“[11].
თ ზურაბიშვილის მიხედვით „თვისებრივი მეთოდები ჰუმანიტარული სფეროა და
ხელოვნებასთანაა კავშირში; მათ დამკვიდრებაში გარკვეული როლი ითამაშა, აგრეთვე სამედიცინო
პრაქტიკამ, რომელიც ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და ცალკეული
სამედიცინო შემთხვევების , დაავადებების ღრმა და საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს.
თვისებრივი მეთოდები ცალკეული პიროვნების ან პიროვნებათა პატარა ჯგუფის
გამოცდილების, გრძნობების, შეფასების ირგვლივაა კონცენტრირებული, ამიტომ ამ
მიდგომას ხშირად „სუბიექტური სოციოლოგიის“, ან მიკროსოციოლოგიის ფარგლებში
განიხილავენ. თუ რაოდენობრივი მეთოდების ფარგლებში რესპოდენტი განიხილება როგორც
ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი, თვისებრივ კვლევაში თითოეული
რესპოდედენტი საინტერესოა როგორც პიროვნება. ადამიანებისადმი გამოვლენილი ღრმა
ინტერესის გამო მკვლევარები თვისებრივი კვლევის როლის გაზრდას XX საუკუნის მეორე ნახევარში სოციოლოგიის და, უფრო ფართოდ, სოციალური
მეცნიერებების ჰუმანიზაციის პერიოდს უკავშირებენ.“ [12]
ლ. წულაძის მიხედვით „რაოდენობრივი
კვლევის მეთოდები
საშუალებას იძლევა,
სწორად განხორციელებული
შერჩევის შემთხვევაში,
მოსახლეობის ფართო
ჯგუფებზე და გარკვეული საზოგადოების
მასშტაბითაც კი მოხდეს შედეგების
განზოგადება, რაც რაოდენობრივი კვლევის
მეთოდების განსაკუთრებულ
სანდოობაზე მეტყველებს,
შესაბამისად, განსაკუთრებით
მიმზიდველს ხდის
მკვლევართათვის. საერთოდ,
მკვლევართა შორის
დომინანტურია შეხედულება,
რომ რაოდენობრივი
კვლევის მეთოდები
ობიექტური რეალობის
წვდომის უკეთეს
შესაძლებლობას იძლევა,
ვიდრე თვისებრივი
კვლევის მეთოდები,
რომლებიც დიდადაა
დამოკიდებული მკვლევარის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.“[13]
კვლევაში
ერთ–ერთ მიზნად დავისახე, გამერკვია ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ყველაზე
მეტად უშლის ხელს მოსწავლეს, ისაუბროს უცხო ენაზე.
მოსწავლეებში
დიაგნოსტიკური ტესტისა და ფოკუს–ჯგუფის მეთოდის გამოყენების და შემდგომი ანალიზის შედეგად
გამოიკვეთა ეს ფაქტორი:
მოსწავლეთა
უმრავლესობამ აღნიშნა არასწორად რაიმეს თქმის შიში, ანუ შიში იმისა რომ დაშვებული შეცდომების
გამო დაცინვის ობიექტი გახდება თანატოლების თვალში. ვფიქრობ, ეს ჩემი მოსწავლეების
შემთხვევაში, ასაკობრივი მომენტია. ანუ მოსწავლეები ვერ უშვებენ ფსიქოლოგიურად, საკუთარ
თავს იმიჯი და რეპუტაცია შეულახონ. ასაკობრივი თავისებურების მიხედვით, ისინი ზედმეტად
არიან დაკავებულნი იმით, იდეალურად წარმოაჩინონ მათი პიროვნულობა და მნიშვნელოვნება.
მათივე ნათქვამიდან გამომდინარე, მათ სჭირდებათ მხოლოდ ისეთი უტყუარი ცოდნა, რაც მხოლოდ
გაზრდის მათ რეპუტაციას თანატოლების თვალში.
თავი III
კვლევის დიზაინი
3.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
ჩემს კვლევაში მონაწილეობდა IX კლასის 9 მოსწავლე, ამავე კლასის 9 მშობელი, სკოლის
დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ამავე სკოლის სხვა უცხო ენების მასწავლებლები, სხვა
სკოლის მასწავლებლები, ჩემი კოლეგები.
3.2 კვლევის მეთოდები
მეთოდებად გამოვიყენე კვლევის ორივე მეთოდი: თვისებრივიდან ფოკუსირებული დაკვირვება და
ფოკუს–ჯგუფი, ხოლო რაოდენობრივიდან ანკეტირება,
და სადიაგნოსტიკო ტესტი.
3.3 კვლევის ვადები
აქტივობა
|
ნოებბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
საკვლევი პრობლემის
შერჩევა
|
ü
|
||||||
ლიტერატურის მოძიება
|
ü
|
ü
|
|||||
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
ü
|
||||||
შეხვედრა სკოლის
უცხო ენების მასწავლებელთან, ფოკუს–ჯგუფის მეთოდის გამოყენება მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან
და მოსწავლეთა მშობლებთან
|
ü
|
ü
|
ü
|
||||
ფოკუსირებული დაკვირვება
|
ü
|
ü
|
ü
|
||||
კითხვარის შედგენა
ანკეტირებისთვის, დამუშავება
|
ü
|
||||||
მოსწავლეთა ანკეტირება
|
ü
|
||||||
მოსწავლეთა პირველადი
ტესტირება
|
ü
|
||||||
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
ü
|
||||||
პრობლემის იდენტიფიცირება
|
ü
|
||||||
სავარაუდო ინტერვენციების
დაგეგმვა
|
ü
|
||||||
ინტერვენციის განხორციელება
|
ü
|
ü
|
ü
|
ü
|
|||
მოსწავლეთ მეორადი
ტესტირება
|
ü
|
||||||
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
|
ü
|
||||||
კვლევის პრეზენტაცია
|
ü
|
თავი IV კვლევის
შედეგები
4.1 მონაცემთა ანალიზი
შევქმენი სამიზნე ჯგუფი და მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
·
ფოკუს–ჯგუფის
მეთოდი;
·
ფოკუსირებული
დაკვირვება;
·
ანკეტირება;
·
პირველადი/მეორადი
სადიაგნოსტიკო ტესტირება.
ფოკუს–ჯგუფი ჩავატარე IX კლასის მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო მიმეღო
პასუხი კითხვებზე (იხ.დანართი 1).
ფოკუს–ჯგუფის ჩატარების შედეგად მიღებული
ინფორმაცია დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში და კითხვარის მომზადებაში.
ფოკუს–ჯგუფი ჩავატარე უცხო ენების მასწავლებლებთან. მისი მიზანი
იყო მიმეღო პასუხი კითხვებზე (იხ. დანართი 2).
ფოკუს–ჯგუფი ჩავატარე IX კლასელი მოსწავლეების მშობლებთან. მისი მიზანი იყო
მიმეღო პასუხი გარკვეულ კითხვებზე (იხ. დანართი 3).
ფოკუსირებული დაკვირვება - ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით
დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესს იმ
კლასში, რომელსაც მე ვასწავლი (IX კლასი, 9 მოსწავლე). გაკვეთილებზე დამესწრნენ
ინგლისური ენის და რუსული ენის მასწავლებლები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
მათი აზრი ჩემი გაკვეთილის შესახებ და ვთხოვე, დაკვირვება მოეხდინათ საუბრის
უნარების განვითარებაზე ჩემს მოსწავლეებში საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილზე დასწრება დაიგეგმა
მასწავლებლებთან შეთანხმებით, მაგრამ ეს იყო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გაკვეთილის
დაკვირვება, არამედ სამი კვირის განმავლობაში
მხოლოდ დამკვირვებლების მიერ შერჩეული გაკვეთილები. ამით თავიდან იქნა აცილებული
ერთჯერადი ეფექტურობა.
ანკეტირება
გამოვიყენე ანონიმური ანკეტური გამოკითხვა
დახურული კითხვების საშუალებით, რათა დამედგინა, რა პრობლემები აქვთ ჩემს
მოსწავლეებს უცხო ენაზე საუბრისას, რატომ უჭირთ წინადადების ჩამოყალიბება.
კითხვარი მომზადდა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 9 მოსწავლემ (აქედან 5
გოგონა და 4 ბიჭი). კითხვების რაოდენობა 10. გამოვიყენე ანონიმური ანკეტირება,
რადგან მიმაჩნია, რომ ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში მოსწავლე უფრო გულწრფელია
და შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხები უფრო ზუსტი და სანდოა. (იხ. დანართი 4).
პირველ
კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საუბრის უნარის განვითარება, მოსწავლეთა
77%–მა უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია, ხოლო დანარჩენმა უპასუხა, რომ ნაწილობრივ
მნიშვნელოვანია.
მეორე
კითხვაზე, თუ რამდენად ცდილობს გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვების გამოყენებას
საუბარში, მოსწავლეთა 55%–მა აღნიშნა, რომ ყოველთვის ცდილობს, 23%–მა აღნიშნა, რომ
ხშირად ცდილობს, 11%–მა აღნიშნა, რომ ხანდახან და 11%–მა აღნიშნა, რომ იშვიათად
ცდილობს.
მესამე კითხვაზე,
ეხმარება თუ არა გრამატიკული მასალა წინადადების შედგენისას, 77%–მა თქვა, რომ
ეხმარება, ხოლო 23%–მა თქვა, რომ არ ეხმარება.
მეოთხე
კითხვაზე, საუბრისას რა უქმნის სირთულეს, 55 % აღნიშნა, რომ შეცდომის დაშვების
შიშია მისთვის მთავარი სირთულე, 22%–მა აღნიშნა, რომ გრამატიკული წესების
არასაკმარისი ცოდნაა მისთვის მთავარი სირთულე, 11%–სთვის მთავარ სირთულეს
წარმოადგენს ლექსიკის მარაგის სიმცირე, ხოლო 11%–მა აღნიშნა, რომ მოსაუბრის
საუბრის მანერა წარმოადგენს მის მთავარ სირთულეს.
მეხუთე
კითხვაზე მოსწავლეთა უმეტესობამ 88% აღნიშნა, რომ თინეიჯერების
ცხოვრებასა
და პრობლემებზე საუბარი იქნებოდა მისთვის საინტერესო, ხოლო 12%–
სთვის
ტექნიკის სიახლეებია საინტერესო.
მეექვსე
კითხვა შეეხებოდა ინგლისური დავალებისთვის მოსწავლეთა მიერ დათმობილ დროს, რაზედაც
66%–მა უპასუხა, რომ 30 წუთს ანდომებს ინგლისური დავალების შესრულებას, 11%–მა
აღნიშნა, რომ 1 საათს უთმობს საშინაო დავალების შესრულებას ინგლისურ ენაში, ხოლო
დანარჩენმა 23%–მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.
მეშვიდე
კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა მათი ოჯახის წევრებს მათი დახმარება ინგლისური ენის
დავალების შესრულებაში, მოსწავლეთა 100%–მა უპასუხა, რომ ოჯახის წევრებს არ
შეუძლიათ მათი დახმარება ინგლისური ენის დავალების შესრულებაში.
მერვე
კითხვაზე, იყენებენ თუ არა ინტერნეტს დავალების შესრულებისას, მოსწავლეთა 88%–მა დადებითად უპასუხა, ხოლო 12%–მა აღნიშნა, რომ
ინტერნეტს არ იყენებს დავალების შესრულებისას.
მეცხრე
კითხვაზე, თუ რა სახის აქტივობები მოსწონთ ყველაზე მეტად გაკვეთილის პროცესში, აქ
ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ჯგუფური მუშაობა მოსწონთ ყველაზე მეტად.
რაც
შეეხება მეათე კითხვას, აქვთ თუ არა სურვილი, მეგობრებს და ოჯახის წევრებს
ინგლისურად ელაპარაკონ, აქაც ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვთ,
ილაპარაკონ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ინგლისურ ენაზე.
პირველადი/მეორადი ტესტირება
ვინაიდან საუბრის
ფორმატში ძირითადად მონაწილეობს კითხვა–პასუხი სასურველი ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეთა
ანკეტირების შემდეგ გადავწყვიტე შემედგინა ტესტი, რომელშიც შევიდოდა:
ა) სხავადასხვა
ტიპის საუბრის შემცველი დიალოგებით, რომელთა გაგრძელება–პასუხებიც მოცემული იყო
რამდენიმე ვარიანტად;
ბ) მოკლე
ინფორმაციული ტექსტებით, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებს უნდა დაესვათ სპეციალური ტიპის კითხვები, რომლებზე პასუხის
გაცემითაც უნდა მიეღოთ ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ტექტებში გამოტოვებული
იყო;
გ) და სხვა
შესაბამისი დავალებებით, რათა დეტალურად გამეგო, როგორ შეძლებდნენ მოსწავლეები
დავალებების შესრულებას, თუ რა გაუადვილდებოდათ ან გაუჭირდებოდათ. ტესტირება ორჯერ
გამოვიყენე: კვლევის დასაწყისში, რათა პირველადი ტესტირების (იხ. დანართი 5)
შედეგების მიხედვით დამეგეგმა ინტერვენციები და განმეხორციელებინა ისინი კვლევის
პროცესში. მეორადი ტესტირება (იხ. დანართი 6) კი გამოვიყენე ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ, რათა გამეგო თუ რა შედეგი გამოიღო განხორციელებულმა ინტერვენციებმა
და დამედგინა, თუ როგორ შევძელი ამ ინტერვენციების შედეგად განმევითარებინა
საუბრის უნარი ჩემი სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებში. მეორე ტესტი შევადგინე იგივე
სირთულის, რაც პირველი, ოღონდ განსხვავებული დიალოგებითა და დავალებებით.
სამიზნე ჯგუფში დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარების და ფოკუს–ჯგუფის
მეთოდის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მოსწავლეთა მშობლებთან გამოყენების და მოსწავლეების
გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვების შემდეგ გამოიკვეთა სასაუბრო უნარის განვითარების
შემაფერხებელი რამოდენიმე მიზეზი:
v ლექსიკური მარაგის სიმწირე;
v გრამატიკული წესების ცოდნის დაბალი დონე;
v შეცდომის დაშვების შიში;
v თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
v სიზარმაცე;
v სახლში არასათანადო გარემო;
v მოსწავლეებს არ ჰყავთ ოჯახში ისეთი წევრი, ვინც დაეხმარება
დავალებების შესრულებაში და ვისაც გაესაუბრებიან უცხო ენაზე გავარჯიშების მიზნით.
პირველადი ტესტირების შედეგები:
ტესტის მაქსიმალური ქულაა 28.
9 მოსწავლიდან სამმა მოსწავლემ მიიღო 20 ქულა, ოთხმა
მიიღო 12 ქულა, ხოლო ორმა მოსწავლემ 6. ანუ ტესტირების შედეგები დიაგრამაზე ასე გამოისახება:
ძირითადი დასკვნები: კვლევის მეთოდები ის საშუალებებია, რომელთა გამოყენებითაც პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა არის შესაძლებელი. კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების მრავალფეროვნება იძლეოდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, რათა შემერჩია ოპტიმალური ვარიანტები, ისინი, რომლებიც ამ კონკრეტული კვლევისთვის იქნებოდა უფრო შესაფერისი. გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები (ფოკუს–ჯგუფის მეთოდი, ფოკუსირებული დაკვირვება, კითხვარი, ანკეტირება, პირველადი/მეორადი ტესტირება).
კვლევის სხვადასხვა მეთოდის შერჩევისა და გამოყენების
შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა ის ვითარება, რასაც მოველოდი ჩემს სამიზნე ჯგუფში.
მეთოდების შერჩევა-გამოყენების პროცესში
მნიშვნელოვანი იყო ეთიკური ნორმების დაცვა, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და
მოსწავლეების მშობლებისათვის ფოკუს–ჯგუფის მეთოდის გამოყენების, ანკეტირების თუ
სადიაგნოსტიკო ტესტირების წინ წესების გაცნობა, სამოქმედო რეკომენდაციების მიწოდება,
ზოგ შემთხვევაში ანონიმურობის გარანტირება და ა.შ. ვინაიდან, რაც უფრო სწორად
წარვმართავდი პროცესს, მიღებული შედეგიც შესაბამისი იქნებოდა - უფრო სანდო და
რეალური.
კვლევის მეთოდების შერჩევის შემდეგ მომზადდა
შესაბამისი კითხვარები და ინსტრუქციები. გაიწერა დრო, როდის რომელ მეთოდს
გამოვიყენებდი და ვისთან (მოსწავლე, მოსწავლის მშობელი თუ მასწავლებელი). მომდევნო
ეტაპი იყო მოპოვებული ინფორმაციის დაჯგუფება-დახარისხება და მისი მომზადება გასაანალიზებლად.
4.2 კვლევის მიგნებები
ვინაიდან უცხო ენის სწავლებისას მოსწავლეებში საუბრის
უნარის განვითარება აუცილებელ პირობას წარმოადგენს არა მხოლოდ მეცხრე კლასში, არამედ
ყველა კლასი, ამიტომ სასწავლო პროცესში აღნიშნული უნარის განვითარება უნდა მიმდინარეობდეს
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. უცხო ენების მასწავლებლების მხრიდან კი აუცილებელია
შემოქმედებითობა, აქტივობების სწორად დაგეგმვა, რათა მოსწავლეებში მარტივად და ხალისით
მოხდეს საუბრის უნარის განვითარება.
კვლევა პირველად გავაკეთე და შესაბამისად მონაცემთა
შეგროვებისას გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
ა) დიდი დრო დამჭირდა კვლევის თემის შერჩევასა და ლიტერატურის
მოძიებასა და მის გაცნობაში;
ბ) მნიშვნელოვანი იყო პედაგოგთა და მშობელთა უკუკავშირი,
რომლის გათვალისწინების მიხედვითაც უნდა გამეკეთებინა სათანადო დასკვნები, თუ რა ინტერვენციები
უნდა განმეხორციელებინა მოსწავლეებში საუბრის უნარების გასაუმჯობესებლად;
გ) აღმოჩნდა, მშობელებსა და მოსწავლეებს ჰქონდათ საკუთარ უფლებებსა
და მოვალეობებზე არასაკმარისი ცოდნა;
დ) მშობლები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებული სკოლაში
მიმდინარე სიახლეების შესახებ;
ე) საკმაოდ ანგარიშგასაწევი იყო სოციალურ-ეკონომიკური
ფაქტორები და მშობელთა მოუცლელობა და აქედან გამომდინარე სასკოლო ცხოვრებისადმი ნაკლები
ინტერესი.
4.3 კვლევის ნაკლოვანებები
რადგან ჩემთვის ეს საქმიანობა პირველი იყო, წავაწყდი გარკვეულ წინააღმდეგობებს მუშაობის პროცესში, კერძოდ:
ა) ზოგი მოსწავლის მხრიდან ეს იყო ზერელე დამოკიდებულები
ჩემი კვლევისადმი და გულგრილი პასუხები როგორც ფოკუს–ჯგუფში, ასევე სასწავლო პროცესში
ინტერვენციების განხორციელების დროს;
ბ) ჩემი მხრიდან დროის სიმცირის გამო შესაძლოა რამე
ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო და მეტი დრო რომ მქონოდა და მეტი გამოცდილება,
ვფიქრობ, კვლევის შედეგები უკეთესი იქნებოდა;
გ) ზოგი აქტივობა არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორც
ვვარაუდობდი;
დ)პრობლემა იყო საჭირო რესურსების სიმწირე და მათი მოძიების და შექმნის პროცესიც საკმაოდ შრომეტევადი აღმოჩნდა;
ე) გარკვეული ძალისხმევა დამჭირდა მშობლების დასაინტერესებლად – რომ ისინი ჩართულიყვნენ მუშაობის პროცესში;
ვ) რთული იყო კითხვარების შედგენა, განსახორციელებელი აქტივობების არჩევა, განხორციელება და შესრულება, რაც მოსწავლეებში საუბრის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს;
ზ) დიდი დრო დასჭირდა კვლევის ანგარიშის დაწერას;
თ) მოსწავლეები და მათი მშობლები ნაკლებად ინფორმირებული არიან იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის საუბრის უნარის განვითარება მათი მომავალი ცხოვრებისთვის.
თავი V ინტერვენციები
5.1 ქმედებების / ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი
ინტერვენციები:
·
შეიქმნა თანაბარი სიძლიერის სამი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში სამი
მოსწავლე), რომლებშიც შედარებით აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ეხმარებოდნენ ნაკლებად აქტიურ და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს;
·
ჩატარდა
ჯგუფური სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ საჭირო მასალებს
უნარის გასაუმჯობესებლად და პარალელურად ხდებოდა მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარის
განვითარებაც;
·
მოხდა
შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება, ასევე დიაგნოსტიკური ტესტების შეფასება;
·
უცხოენების
მასწავლებლების დასწრება იმ გაკვეთილებზე, სადაც საუბრის უნარების განვითარების კონკრეტული
აქტივობები ხორციელდებოდა;
·
გაკვეთილებზე
პარალელურ რეჟიმში ხდებოდა ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გრამატიკული წესების გამეორება
განმტკიცება და ათვისებული მასალის პრაქტიკული გამოყნება.
რადგანაც საუბრის უნარის განვითარების ხელის შემშლელი
ფაქტორები გამოვლინდა, თითოეული ფაქტორის მიხედვით დავგეგმე ინტერვენციები და ეს ინტერვენციები
შემდეგნაირად განაწილდა:
ა) ლექსიკური მარაგის
სიმწირე;
პირველ რიგში წავიკითხე მასალა ლექსიკური მასალის გამდიდრებასთან
დაკავშირებით და ლექსიკური მარაგის შევსებისთვის მოსწავლეებს შევთავაზე რამდენიმე ვერსია,
თითოეულ მოსწავლეს მისი შესაძლებლობის შესაბამისად შეეძლო, აერჩია მისთვის სასურველი
ვარიანტი როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული გეგმის მიხედვით, ასევე ასათვისებელი სიტყვების
რაოდენობის მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ გავაკეთე ჩემ მიერ წინასწარ შემოწმებული
ინტერნეტ საიტების პრეზენტაცია, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ,
ინტერნეტსაიტები, რომლებიც პრეზენტაციაზე წარვადგინე:
ვთხოვე, სახლში ეცადათ ოთხივე ვარიანტი და თვითონვე
დაედგინათ, რომელი საიტი იყო მათთვის უკეთესი და თუ რატომ იყო ის მათთვის უკეთესი,
დაესაბუთებინათ.
თავდაპირველად მივეცი დავალება, შეესწავლათ ამ საიტების
მეშვეობით ის სიტყვები, რომლებიც თვითონ მიაჩნდათ საჭიროდ, ყურადღება მიექციათ, სწორად
გამოეთქვათ სიტყვები, ოღონდ დღეში აუცილებლად
უნდა ესწავლათ 5 ახალი სიტყვა და ეს სიტყვები ამოეწერათ ლექსიკონში. ხოლო შემდეგ მოსწავლეებს
გავაცანი სიტყვების პასიური მარაგიდან აქტიურ მარაგში გადაყვანის მეთოდები.
შემდეგ გაკვეთილზე უნდა შეედგინათ მარტივი წინადადებები
ამ სიტყვებზე. აქაც თავისუფლება მივეცი, და ვთხოვე, აერჩიათ, დაწერდნენ თუ ზეპირად
მეტყოდნენ წინადადებებს.
ასე ვიმუშავეთ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.
მოსწავლეებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ნასწავლი სიტყვები და წინადადებები.
ამ აქტივობებმა მოსწავლეთა წახალისება გამოიწვია. გაკვეთილები
საკმაოდ აქტიურად და ხალისიანად მიმდინარეობდა. მე მობილურით ვიღებდი მათ ამოწერილ
სიტყვებს და სახლში ვადგენდი მთელი კლასის აქტიურ ლექსიკონს. ასე ვამდიდრებდით ლექსიკურ
მარაგს. ორი კვირის შემდეგ მოვაწყეთ ვიქტორინა ჯგუფებში ნასწავლი სიტყვების გამოკითხვაზე.
კლასი დავყავი სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მივეცი 10 სიტყვა, რომელზეც უნდა შეედგინათ
წინადადებები და პატარა დიალოგები, კითხვა–პასუხები და წარმოედგინათ პრეზენტაცია. პირობა
იყო ასეთი, რომ ჯგუფის ყველა წევრი უნდა ყოფილიყო აქტიურად ჩაბმული პრეზენტაციის წარდგენისას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფი ქულას ვერ მიიღებდა. საკმაოდ ხმაურიანი და ხალისიანი
გამოვიდა ვიქტორინა და მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს აქტივობა ხორციელდებოდა
სხვა სახის აქტივობებთან ერთად. ანუ ერთ გაკვეთილზე განვიხილავდით როგორც ახლად ნასწავლ
სიტყვებზე შედგენილ წინადადებებს, აგრეთვე წინადადების შედგენის დროს დაშვებულ შეცდომებს
და ვუხსნიდი, რატომ იყო ეს წინადადება შეცდომით შედგენილი და როგორი უნდა ყოფილიყო
სწორი ვარიანტი.
პარალელურად გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, საღამოს,
ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო დამკავშირებოდა ინტერნეტით და გვესაუბრა განვლილი გაკვეთილის
შესახებ, ან ამეხსნა მათთვის ნებისმიერი მასალა, რომელიც მათთვის გაუგებარი იყო ან
რომლის ათვისებაც გაუჭირდათ.
მოსწავლეებს ასევე ვთხოვე, ერთმანეთთან უფრო მჭიდრო
კავშირი ჰქონოდათ გაკვეთილების შემდეგაც და ერთმანეთს დახმარებოდნენ დავალების შესრულებაში.
ყოველივე ამან საკმაოდ კარგად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციაზე, რომ რაც შეიძლება მეტი
სიტყვა ესწავლათ და ერთმანეთთან ემუშავათ დამატებით არასაგაკვეთილო დროში.
ბ) გრამატიკული წესების
არასათანადო ცოდნა;
დადგა დრო, ჩემი მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა გრამატიკული
წესების ცოდნის აუცილებლობა. ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის არსი მდგომარეობდა
შემდეგში: მოსწავლეებს უნდა დაენახათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვა შეიძლება
იცოდე, წინადადების სწორად შედგენა მაინც ვერ მოახერხო. ამისათვის პატარა გამოჭრილ
მუყაოებზე დავაწებე სუფთა ქაღალდები ორივე მხარეს და თითოეულ მუყაოზე მარკერებით დიდი
ასოებით დავაწერე ერთ მხარეს ინგლისური სიტყვა, ხოლო მეორე მხარეს მისი ქართული შესატყვისი.
თითოეული მოსწავლისთვის გავაკეთე 15 ასეთი მუყაოს ნაკრები. (თითოეულ ნაკრებში იყო ქვემდებარის
რამოდენიმე ვერსია, შემასმენლის რამოდენიმე ვერსია, წინდებულები, არტიკლები და წინადადების
აწყობისთვის საჭირო მეტყველების ნაწილები, და ასევე ქართული წინადადებები, რომლებიც
უნდა ეთარგმნათ ინგლისურად). სიტყვები ყველასთვის სხვადასხვა იყო. შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს,
ეთარგმნათ წინადადებები ამ სიტყვების გამოყენებით და დაეწერათ ისინი თაბახის ფურცლებზე.
მოსწავლეებს არ გასჩენიათ სურვილი, ერთმანეთისთვის დახმარება ეთხოვათ, რადგან ფიქრობდნენ,
რომ რაც სჭირდებოდათ წინადადების შესადგენად, ყველაფერი ჰქონდათ და რაოდენ გასაკვირი
იყო მათთვის ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვა ხელთ ჰქონდათ, ზოგიერთი
წინადადების სწორად შედგენა ვერ მოახერხეს.
სწორედ ამიტომ მათთან ერთად შევადგინე რამოდენიმე სქემა
წინადადების აწყობის შესახებ და ზოგადად ავხსენი შეცდომების ტიპები, რაც მათ დაუშვეს
და შემდეგ ამ სქემების გამოყენებით გავაკეთეთ რესურსი, რომლის დახმარებითაც უკვე სწორად
შეადგინეს წინადადები. ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ
გავიმეორე ასეთივე აქტივობა სხვადასხვა გრამატიკული მასალის გასამეორებლად და განსამტკიცებლად.
დამატებით ჩავრთე ინტერნეტ–რესურსი – ერთ–ერთი საიტის
გრამატიკული ნაწილი – „როგორ ჩამოვაყალიბოთ კითხვები?“.
გამოვიყენე ამ ვებგვერდზე მოცემული სავარჯიშოები, რამაც
ძალიან გამიადვილა გრამატიკული წესების გამეორება–განმტკიცების პროცესი. (იხ. დანართი
7). მოვახდინე კითხვების მოდიფიკაცია მათი გამრავალფეროვნების მიზნით.
კითხვები გავანაწილე რამდენიმე გაკვეთილზე, პარალელურად
ვმუშაობდით ახალი სიტყვების ათვისებაზე სახელმძღვენელოს ტექსტებიდან.
შემდგომ ეტაპზე უკვე მოსწავლეებს მივეცი დავალება, ამოერჩიათ
სახელმღვანელოს ტექსტებიდან წინადადებები და დაესვათ მსგავსი კითხვები ან ვისაც სურვილი
ჰქონდა, თვითონ შეედგინათ წინადადებები და დაესვათ კითხვები.
შემდეგ გადავწყვიტე სახელმძღვანელოში მოცემული დიალოგები
ხელახლა დაგვემუშავებინა, ანუ გაგვემეორებინა განვლილი მასალა. ავირჩიეთ სახელმძღვანელოს
პირველი ოთხი თავის შვიდი ტექსტი–დიალოგი. მივეცი დავალება, გაერჩიათ ეს დიალოგები
ლექსიკურად და გრამატიკულად.
მინდა ღვნიშნო, რომ ჩემმა მოსწავლეებმა ამ დავალებასაც
საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, ნაწილმა დამოუკიდებლად, ნაწილმა თანატოლებისა და ჩემი
დახმარებით. შემდეგ ეს დიალოგები როლებში გავინაწილეთ თანაბრად და მოვაწყეთ როლური
თამაშები.
როლური თამაშების აქტივობისას გამოვლინდა, (მოსწავლის
ასაკის მიუხედავად) რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თამაშით და კეთებით სწავლება.
გ) შეცდომების დაშვების
შიში;
შეცდომის დაშვების შიში მთავარი დაბრკოლებაა, რაც ქმედებაში
უშლის ხელს ადამიანს. ამ შიშის გამომწვევი მიზეზი ხშირად საკუთარ ცოდნაში დაურწმუნებლობა,
თავდაჯერებულობის დაბალი მაჩვენებელია. ადამიანებს ეშინიათ, არ გამოჩნდნენ უჭკუო, სულელი
სხვების თვალში და ეს აზრის გამოთქმაში ხელს უშლის მათ და ხშირად თავს იკავებენ საკუთარი
შეხედულებების საჯაროდ გამოთქმისაგან. ადამიანებს არ უნდათ, შეცდომის დაშვებით დარტყმა
მიაყენონ საკუთარ თვითშეფასებას და ამის შედეგად დაკარგონ საკუთარი თავისადმი რწმენა.
შეცდომების დაშვებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ჩემი სამიზნე ჯგუფის მოსწავლეების
ასაკობრივ თავისებურებებს თუ გავითვალისწინებთ, ჩემს მოსწავლეებს შეცდომის დაშვების
საკმაოდ დიდი შიში აქვთ, რაც გამოკითხვამაც დაადასტურა. შეცდომის დაშვების შიშს სკოლის
გარემოც ამძაფრებს. სამწუხაროდ, ხშირად მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომები დაცინვის
საგანი ხდება არა მხოლოდ სხვა მოსწავლეების არამედ მასწავლებლების მხრიდანაც. ასეთი
დაცინვის შემდეგ მოსწავლე ძლიერი ნეგატიური განცდების გამო ხშირად ექცევა შეცდომის
დაშვების შიშის ზეგავლენის ქვეშ. შესაძლოა მოსწავლე დათრგუნული იყოს მკაცრი მასწავლებლის
მიერ მისდამი გამოვლენილი ნეგატიური დამოკიდებულების გამოც.
როგორ შეიძლება მოვუხსნათ მოსწავლეებს შეცდომის დაშვების
შიში?
პირველ რიგში მე შევეცადე, ჩემი მოსწავლეების თავდაჯერებულობა
გამეზარდა მათი ცოდნის გაზრდის ხარჯზე და ამის მიღწევა თანდათანობით განვიზრახე. საკლასო
ოთახის ერთ–ერთ კედელზე გავაკარით დევიზი „შეცდომა
გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ უკეთ და სწორად“. (Mistakes give us chances
to study better and correctly) შემდეგ დაშვებულ შეცდომებზე ზოგადად ვსაუბრობდი, შეცდომის
დამშვები კონკრეტულად არასდროს დამისახელებია. ვაძლევდი მარტივ დავალებას და პატარ–პატარა
კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებით მიმყავდა სწორ პასუხამდე. მოსწავლეს ყოველთვის
ვაგრძნობინებდი, რომ მე მისი მჯეროდა და თანდათან ჩემი მოსწავლეები შეეჩვივნენ ჩემს
მხარდაჭერას. ჩემი ამგვარი დამოკიდებულების საფუძველზე მოსწავლეებს განუვითარდათ საკუთარი
თავისადმი რწმენა, მოეხსნათ შეცდომის დაშვების შიში და ნელ–ნელა გაითავისეს, რომ შეცდომის
დაშვება ტრაგედია არ არის, რომ ხანდახან შეცდომის დაშვება საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ
დახმარება სხვა ადამიანებისგან, ვისწავლოთ ამ შეცდომებზე, რაც ადამიანებს აახლოვებს
ერთმანეთთან.
დ) მოსწავლეებს არ ჰყავთ
ისეთი ოჯახის წევრი, რომელიც დაეხმარება მათ
უცხო ენის სწავლაში, კერძოდ კი საუბრის უნარის განვითარებაში, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება;
ამ არც თუ ისე პატარა პრობლემაზე საკმაოდ დიდხანს მომიწია
ფიქრი, თუ რისი გაკეთება შემეძლო ამ კუთხით. შევეცადე, რეალურად გამეკეთებინა რამე.
ერთადერთი, რაც ყველაზე რეალურად მივიჩნიე, ეს იყო, ჩემი დახმარების შეთავაზება ინტერნეტით,
იქიდან გამომდინარე, რომ მეცხრე კლასში უცხო ენის გაკვეთილი კვირაში მხოლოდ ორჯერ აქვთ,
კვირაში სამი დღე დავამატე არასაგაკვეთილო დრო, მხოლოდ საღამოს 7 საათიდან 9 საათამდე.
ყველას შეეძლო მოეწერა და მე შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი. თავდაპირველად ნაკლები
ენთუზიაზმი გამოავლინეს, რადგან სავარაუდოდ ერიდებოდათ ჩემი შეწუხება არასამუშაო დროს,
თუმცა თანდათან დავარწმუნე ასეთი ურთიერთობის აუცილებლობაში და ნელ–ნელა ყინული დაიძრა.
გაკვეთილებზე უკვე ვაგრძელებდით წინა საღამოს დაწყებულ თემას და უფრო მეტი მასალის
ათვისება მოვახერხეთ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. მათი დახმარების თხოვნა ძირითადად
დავალებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა ზოგი მოსწავლე უფრო მეტად აქტიურობდა, ზოგი
ნაკლებად. ვცდილობდი, გაკვეთილზე უფრო მეტი ყურადღება იმათთვის დამეთმო, ვინც ნაკლებად
აქტიურობდა ინტერნეტ ურთიერთობებში. ჯგუფურადაც მოვახერხეთ რამდენჯერმე შეხვედრა და
საკმაოდ დიდი შედეგიც მოგვცა იმ კუთხით, რომ აღარ ეშინოდათ იმის, რომ მიცემულ დავალების
შესრულებას ვერ მოახერხებდნენ. გაკვეთილების პროცესი უფრო სახალისო გახდა და ყოველთვის
ვგრძნობდი რაღაც უხილავ კავშირს ჩემსა და მოსწავლეებს შორის.
შემდეგ ეტაპზე უკვე შევთავაზე, ვისაც სურვილი და დრო
ჰქონდა, საკუთარი ოჯახის რომელიმე წევრისთვის ესწავლებინა ინგლისური ენა ელემენტარულ
დონეზე, დავპირდი, რომ მასალებითაც დავეხმარებოდი და რჩევებითაც, თუ სწავლების პროცესში
დასჭირდებოდათ. მინდოდა, საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტად ჰქონოდათ, თანაც უფრო ხალისით
შეისწავლიდნენ ახალ მასალას.
ცხრა მოსწავლიდან მხოლოდ სამმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი,
სხვისთვის ესწავლებინა ელემენტარული ინგლისური, თუმცა მათი ენთუზიაზმიც ძალიან მალე
ჩაქრა, რადგან ამისთვის ბევრი დრო არ ჰქონდათ და ოჯახის წევრების მხრიდანაც ნაკლები
ინტერესი შეინიშნებოდა. სავარაუდოდ დროც ვერ გამოძებნეს ამისთვის.
თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ჩატარებულ სამუშაოს ფუჭად
არ ჩაუვლია და შემდგომი მცდელობები სავარაუდოდ უკეთეს შედეგებს გამოიღებს.
5.2 ქმედებების /ინტერვენციების შედეგების ანალიზი
განხორციელებული
ცვლილებების შემდეგ ცხადია დავინტერესდი თუ რა შედეგი გამოიღო ჩატარებულმა საქმიანობამ,
ამის გასარკვევად ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა სამიზნე ჯგუფში (IX კლასი), მოსწავლეებმა
აღნიშნეს, რომ მათი საუბრის უნარი ინტერვენციებისა
და განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გაუმჯობესდა, უკეთ ახერხებდნენ კომუნიკაციისთვის
საჭირო წინადადებებისა თუ კითხვების შედგენას, ასრულებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს
და პრაქტიკაში იყენებდნენ ნასწავლ მასალას. ასევე შევხვდი ჩემ კოლეგებს რომლებიც ასწავლიან
ჩემი კვლევის სამიზნე ჯგუფს. მათთან საუბრისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს დაეტყოთ
წინსვლა და აშკარაა პროგრესი.
შემდეგ უკვე მეორადი ტესტირების შედეგებმაც დაახლოებით
ასეთივე დადებითი შედეგები აჩვენა.
მეორადი ტესტირების შედეგები
ჩავატარე მეორადი ტესტირება რათა უკეთ დამენახა თითოეული
მოსწავლის შედეგი. მეორე ტესტიც, ისევე როგორც პირველ ტესტში მაქსიმალური ქულა არის
28. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მეორადი ტესტირების შედეგებია, რომლებიც ასე გამოიყურება:
მოსწავლეთა 34%–მა მიიღო 25 ქულა, 44%–მა –მიიღო 20 ქულა, ხოლო დანარჩენმა 22%–მა მიიღო
15 ქულა.
შედეგების შედარების დიაგრამა ასე გამოიყურება:
როგორც დიაგრამიდან
ჩანს, წინსვლა თვალსაჩინოა. ანუ დაახლოებით 5–6 ქულით გაიზარდა მოსწავლეების ცოდნა
კონკრეტული დავალების ხელმეორედ შესრულებისას.როგორც ვხედავთ მეორადი ტესტირების შემდეგ
გაიზარდა მოსწავლეთა რაოდენობა დავალებების შესრულების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით.
კვლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეორადი ტესტირების შედეგები, რომელიც
გვიჩვენებდა მოსწავლეთა შედეგები გაუმჯობესდა თუ არა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეორადი ტესტირების შედეგები გაუმჯობესებული იყო
პირველადი ტესტირების შედეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციები და განხორციელებული
ცვლილებები შედეგიანი იყო.
ამრიგად, ინტერვენციები სწორად იქნა
დაგეგმილი. მათი განხორციელება კი არესებული შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარა.
5.3 დასკვნა
ჩემი პედაგოგიური კვლევა მიმდინარეობდა 7 თვის განმავლობაში,
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვაგრძელებ ამ საკთხზე მუშაობას მომავალ სასწავლო წელსაც.
მეცხრე კლასში ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომმოსწავლეებში საუბრის უნარის განვითარებასთან დაკავშირებული
პრობლემების მიზეზები შემდეგია:
Ø
ლექსიკური
მარაგის სიმწირე;
Ø
გრამატიკული
წესების არასაკმარისი ცოდნა;
Ø
შეცდომის
დაშვების შიში;
Ø
მოსწავლეებს
არ ჰყავთ ისეთი ოჯახის წევრი, რომელიც დაეხმარება
მათ უცხო ენის სწავლაში, კერძოდ კი საუბრის უნარის განვითარებაში, თუ ასეთი საჭიროება
გაჩნდება;
ზემოთხსენებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ
გატარებულ იქნა კონკრეტული ღონისძიებები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა,
რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. ინტერვენციებით მიღებული შედეგების ანალიზიდან
გამომდინარე შემუშავდა რამოდენიმე რეკომენდაცია,
რომელთა გათვალისწინების შემდეგაც უცხო ენის სხვა მასწავლებლები შეძლებენ თავიანთ
მოსწავლეებთან სასურველი შედეგის მიღებას.
5.4 რეკომენდაციები
კვლევის შედეგების
გაანალიზების შემდეგ შევიმუშვე რეკომენდაციები საბაზო საფეხურზე საუბრის უნარის გასაუმჯობესებლად:
1.
საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება უცხო ენის პედაგოგებს
შორის, პროფესიული ინფორმაციის გაცვლა, საუბრის უნარის
განსავითარებლად;
2.
მასწავლებელმა მოსწავლეებს სიღრმისეულად უნდა გააცნოს
საგნობრივი სტანდარტი, მოსწავლეებმა ზუსტად იცოდნენ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ;
3.
აუცილებელია, მასწავლებლის მხრიდან სისტემატიური მუშაობა
საუბრის უნარის განვითარებისთვის გაკვეთილზე, სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით ნასწავლი
მასალის პრაქტიკაში დანერგვის მიზნიით;
4.
მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ონლაინ ლექსიკონები, ინტერნეტ რესურსები, მოისმინონ
საინფორმაციო გადაცემები, ნახონ ფილმები უცხო ენაზე;
5.
სასურველია
მასწავლებლისა მოსწავლეების შეხვედრები საგაკვეთილო პროცესს მიღმა და გაკვეთილზე დამუშავებული მასალის გამეორება განმტკიცება განახორციელოს;
6.
და
ყველაზე მთავარი, მასწავლებელმა უნდა ირწმუნოს მოსწავლის შესაძლებლობების და დაარწმუნოს
მოსწავლე, რომ ის მარტო არ არის, რომ მასწავლებელი მის გვერდითაა.
ბიბლიოგრაფია/გამოყენებული ლიტერატურა
1. ესგ
– ეროვნული სასწავლო გეგმა – უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები.
http://ncp.ge/ge/utskhouri-enebi/utskhouri-enis-stsavlebis-miznebi-da-amotsanebi (შემოწმებულია 02.06.2019);
2. ესგ
– ეროვნული სასწავლო გეგმა – უცხოური ენის სწავლების მიმართულებების აღწერა.
(შემოწმებულია 02.06.2019);
3.
Ines Oudadesse – Translation
challenges faced by translators.
https://www.strategiesinlanguagelearning.com/translation-challenges/
(შემოწმებულია 02.06.2019);
4.
ქათამაძე ნ. (16 თებერვალი, 2016) – ინტერნეტგაზეთი
„maststavlebeli.ge” –ზეპირმეტყველების
უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში;
http://mastsavlebeli.ge/?p=8555 (შემოწმებულია 02.06.2019);
5. სიხარულიძე
მ. (18 ნოემბერი, 2013) – ინტერნეტგაზეთი
„maststavlebeli.ge” –საკომუნიკაციო მეთოდიკის
ძირითადი თეზისები; http://mastsavlebeli.ge/?p=3861 (შემოწმებულია 02.06.2019);
6. სიხარულიძე
მ. (6 იანვარი, 2015) – ინტერნეტგაზეთი „maststavlebeli.ge” – თანამედროვე უცხოური
ენების სწავლება – ერთიანი ევროპულისაგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტი; http://mastsavlebeli.ge/?p=4143 (შემოწმებულია
02.06.2019);
7. აბდუშელიშვილი
ლ. (2013; 128) – დისერტაცია – ზეპირი საკომუნიკაციო უნარების განვითარება ზრდასრულებში
უცხოური ენის სწავლების პროცესში;
http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/lela_abdushelishvili.pdf (შემოწმებულია 02.06.2019);
8.
შინჯიკაშვილი
ი. (2015, 1) – საკომუნიკაციო უნარების განვითარება თვალსაჩინოების დახმარებით; The
4th Teacher Conference “University and School” (Problems of Teaching and
Education) The exchange of Good Practices 17 October, 2015, Materials;
9. შავერდაშვილი
ე. (15 ნოემბერი, 2013) – ინტერნეტგაზეთი “maststavlebeli.ge” – თანამედროვე უცხოური
ენის გაკვეთილი; http://mastsavlebeli.ge/?p=3862 (შემოწმებულია 02.06.2019);
10. შავერდაშვილი
ე., ფიცხელაური ნ., რამიშვილი ფ., გვასალია მ. (2014, 57) – უცხოური ენისენების სწავლების
საფუძვლები, ნაწილი პირველი, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
https://www.researchgate.net/profile/Ekaterine_Shaverdashvili/publication/275583428_utskhouri_enebis_sapudzvlebi/links/553feb4e0cf2736761c25beb/utskhouri-enebis-sapudzvlebi.pdf
(შემოწმებულია 03.06.2019);
11. ნატროშვილი
მ. (2017, 1) – სამეტყველო უნარ–ჩვევების პრობლემა უცხოურ (რუსულ) ენაში და მასთან
დაკავშირებული სირთულეები – კრწანისის საჯარო სკოლა. http://krtsanisipublicschool.blogspot.com/2018/06/blog-post_5.html
(შემოწმებულია 03.06.2019);
12. ზურაბიშვილი
თ. (2006) – თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევებში – სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების
მაგისტრტურისათვის, თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა სერია; http://www.ucss.ge/publication/012%20Tvisebrivi%20Metodebi%20Socialur%20Kvlevebshi.pdf
(შემოწმებულია 03.06.2019);
13. წულაძე
ლ. (2008) – რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, თბილისი: სოციალურ
მეცნიერებათა სერია; http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
(შემოწმებულია 03.06.2019);
დანართი 1 (ფოკუს–ჯგუფის მეთოდი მოსწავლეებთან)
1.
როგორია
თქვენი დამოკიდებულება ინგლისურ ენაზე საუბრისადმი?
2.
რამდენად
ხშირად საუბრობთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ინგლისურად?
3.
რა გიქმნით
პრობლემას საუბრისას კითხვის დასმასა თუ
მოსმენილი ინფორმაციის გაგებაში?
4.
თქვენი აზრით,
რითი შემიძლია დაგეხმაროთ, რომ ინგლისურად ისაუბროთ?
დანართი 2 (ფოკუს–ჯგუფი მასწავლებლებთან)
1.
რა
მეთოდებს და სტრატეგიებს იყენებთ თქვენს მოსწავლეებში უცხო ენაზე საუბრის უნარის
განსავითარებლად?
2.
რამდენად
ხშირად საუბრობთ მოსწავლეებთან სამიზნე ენაზე?
3.
რა გიქმნით
პრობლემას, როდესაც მოსწავლეებში საუბრის
უნარის განვითარებაზე მუშაობთ?
4.
თქვენი
აზრით, რა არის საჭირო, უცხო ენაზე რომ საუბარი საერთოდ შედგეს?
დანართი 3 (ფოკუს–ჯგუფის მეთოდი მოსწავლეთა მშობლებთან)
1.
როგორ
ფიქრობთ, რამდენად საჭიროა თქვენი შვილისთვის უცხო ენის შესწავლა და უცხო ენაზე
საუბარი?
2.
რამდენ
დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური ენის დავალების მომზადებას დღეში?
3.
ეხმარებით
თუ არა შვილს ინგლისური ენის შესწავლაში? (თუ ეხმარებით, რაში გამოიხატება თქვენი
დახმარება?)
4.
დრო რომ
გქონდეთ, შეისწავლიდით თუ არა თქვენს შვილთან ერთად უცხო ენას?
დანართი 4 (ანკეტირება)
1. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საუბრის უნარის
განვითარება უცხო ენის შემსწავლელებისთვის?
ა)
არ არის მნიშვნელოვანი; ბ) ნაწილობრივ მნიშვნელოვანია;
გ) მნიშვნელოვანია.
2. რამდენად ცდილობ გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვების გამოყენებას
საუბარში?
ა)
იშვიათად; ბ) ხანდახან; გ) ხშირად; დ) ყოველთვის.
3. გეხმარება თუ არა გრამატიკული
მასალა წინადადების შედგენისას?
ა)
დიახ; ბ) არა.
4. საუბრისას სირთულეს მიქმნის:
ა)
ლექსიკური მარაგის სიმწირე;
ბ)
გრამატიკული წესების არასაკმარისი ცოდნა;
გ)
მოსაუბრის საუბრის მანერა;
დ)
შეცდომის დაშვების შიში.
5. რა თემაზე საუბარია თქვენთვის საინტერესო?
________________________________________________
6. რამდენ დროს უთმობ ინგლისური ენის დავალებას?
ა)
30 წუთს; ბ) 1 საათს; 10 წუთს; დ)
0 წუთს.
7. შენი ოჯახის წევრებს შეუძლიათ თუ არა დაგეხმარონ ინგლისური
ენის დავალების შესრულებაში?
ა)
დიახ; ბ) არა.
8. იყენებ თუ არა ინტერნეტს დავალების შესრულებისას?
ა)
დიახ; ბ) არა.
9. რა ტიპის
აქტივობები მოგწონს ყველაზე მეტად?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10. გაქვს თუ არა სურვილი, მეგობარს ან ოჯახის წევრს ელაპარაკო
ინგლისურად?
ა)
დიახ; ბ) არა.
დანართი 5 (პირველადი ტესტირება)
I. Choose the correct answer to fill the gaps with appropriate answer:
(A) -Hello, my name is Anna. What’s your
name?
-Hello, my name’s (1)______________. How are You?
- Thanks, I am (2)___________________. And you?
-I am fine. Thank
you. I am from Japan. Where are you from?
-I am from (3)_________________.
- Is it your first visit in London?
-No,
(4)________________. I am here for the (5)_____________time. And what about
you?
-This is my
first visit in London and I don’t know any good places to see. Could you tell
me some nice restaurants nearby?
-Sure, with
pleasure.
1. a) Peter; b) Yes, I am; c) my sister; d) No, it’s
not the name;
2. a) good; b) finally; c) finely; d)
well;
3. a)
Georgian; b) Algeri; c) Turkish; d) Poland;
4. a)I am
not; b) it’s true; c) it isn’t; d) there isn’t;
5. a) three; b) six; c) second; d)
ten.
(B) -where (1) ___________you live?
-I live in Batumi.
-Where (2) ________ Batumi?
-(3) __________ in the West of Georgia.
-(4) __________you from Georgia?
- Yes, I am.
-What can I see in Batumi?
- Many (5)________
1. a)
is; b) am; c) do; d) did;
2. a) are; b) was; c) have; d)
is;
3. a) am; b) are; c) does; d)
it’s;
4. a)am; b) are; c) isn’t; d)
do;
5. a)
things; b) people; c) much; d)
water.
II. Read the text and ask 5 questions to get
the missing information:
(A)
Dinner preparation
Montie's mother was coming to dinner at (1) __________, so he
decided to get out the beautiful dishes she gave him. He looked forward to
impressing his mother. He remembered how great he felt when she gave him the
dishes. First, he got out his best silverware, cups and plates.
He carefully placed the plates on the (2) _______. Then, he laid
a cloth napkin next to each plate. On the left side of the plate, he placed a
knife making sure that its blade was facing toward the plate. On the right side,
Montie placed the fork and spoon. After filling the glasses with (3)
___________, he put water in each glass. He placed white flowers in a (4)
_____________ in the middle of the table. They had a beautiful aroma.
As Montie stood back to admire his work, the (5) ___________
rang. Montie had finished just in time because his mother had arrived.
1._____________________________________________________________
2._____________________________________________________________
3._____________________________________________________________
4.____________________________________________________________
5._____________________________________________________________
(B) A great
summer vacation
I just returned from the greatest summer vacation! It was so
fantastic, I never wanted it to end. I spent (1) __________ days in Paris,
France. My best friends, Henry and Steve, went with me. We had a beautiful
hotel room in the (2) __________ Quarter, and it wasn’t even expensive. We had
a balcony with a wonderful view.
We visited many (3) _________ tourist places. My favorite was
the Louvre, a well-known museum. I was always interested in art, so that was a
special treat for me. The museum is so huge, you could spend weeks there. (4)
________ got tired walking around the museum and Henry said “Enough! I need to
take a break and rest.”
We took lots of breaks and sat in cafes along the river Seine.
The French food we ate was delicious. The wines were tasty, too. Steve’s
favorite part of the vacation was (5) ________. He said he would be happy if he
could eat croissants like those forever. We had so much fun that we’re already
talking about our next vacation!
1._____________________________________________________________
2._____________________________________________________________
3._____________________________________________________________
4.____________________________________________________________
5._____________________________________________________________
III. Match the questions with answers:
1. What is lying on the table? A. February
2. Who came to see you yesterday? B. at home
3. What lesson begins at 2 o’clock? C. My mum
4. Which month of the year is the shortest? D. at six
5. Whom did you see last Sunday? E.
tomorrow
6. When will you come to see me? F.
English
7. What time are you usually at home? G. a book
8. Where is your brother now? H.Your
son
დანართი 6 (მეორადი ტესტირება)
I. Choose the correct answer to fill the gaps with appropriate answer:
(A) -Hello, I am Nina. What’s your name?
-Hello, I am (1)______________. How are You?
- Thanks, I am (2)___________________. And you?
-I am fine. Thank
you. I am from Australia. Where are you from?
-I am from (3)_________________.
- Is it your first visit in Tbilisi?
-No, (4)________________.
I am here for the (5)_____________time. And what about you?
-This is my
first visit in Tbilisi and I don’t know any good restaurants here. Could you
tell me some nice restaurants nearby?
-Sure, with
pleasure.
1. a) Helen; b) Yes, I am; c) my sister; d) No, it’s
not the name;
2. a) good; b) finally; c) finely; d)
well;
3. a)
Georgian; b) Algeri; c) Turkish; d) Poland;
4. a)I am
not; b) it’s true; c) it isn’t; d) there isn’t;
5. a) three; b) six; c) second; d)
ten.
(B) -Do you have a (1) ___________family?
-No, it isn’t big. I have a father, a mother and a sister
.
-Where (2) ________ you from?
-I am from Poti, (3) __________ the West of Georgia. (4)
__________you come from Georgia?
- Yes, I do.
-What can I see here?
- Many (5)________places.
1. a)
is; b) am; c) big; d) did;
2. a) are; b) was; c) have; d)
is;
3. a) am; b) from; c) does; d)
it’s;
4. a)am; b) are; c) isn’t; d)
do;
5. a) things; b) people; c) much; d)
nice.
II. Read the text and ask 5 questions to get
the missing information:
(A)
Happy Prince (an abstract)
"When
I was alive and had a human (1) ________," answered the statue, "I
did not know what tears were, for I lived (2) _________, where sorrow is not
allowed to enter. In the daytime I played with my companions in the garden, and
(3)_________ I led the dance in the Great Hall. Round the garden ran a very
lofty wall, but I never cared to ask what lay beyond it, everything about me was
so beautiful. My courtiers called me (4) _________, and happy indeed I was, if
pleasure be happiness. So I lived, and so I died. And now that I am dead they
have set me up here so high that I can (5) ________all the ugliness and all the
misery of my city, and though my heart is made of lead yet I cannot chose but
weep."
"What! is he not solid gold?" said the
Swallow to himself. He was too polite to make any personal remarks out
loud.
1._____________________________________________________________
2._____________________________________________________________
3._____________________________________________________________
4.____________________________________________________________
5._____________________________________________________________
(B) The Magic
Shop (an abstract)
I
had seen the (1) _________ from afar several times; I had passed it once or
twice, a shop window of alluring little objects, magic balls, magic hens,
wonderful cones, ventriloquist dolls, the material of the basket trick, packs
of cards that looked all right, and all that sort of thing, but never had I
thought of going in until one day, almost without warning, (2)_________ hauled
me by my finger right up to the window, and so conducted himself that there was
(3) ____________ for it but to take him in. I had not thought the place was
there, to tell the truth--a modest-sized frontage in Regent Street, between the
picture shop and the place where the chicks run about just out of patent
incubators, but there it was sure enough. I had fancied it was down nearer the
Circus, or round the corner in Oxford Street, or even in (4) _______; always
over the way and a little inaccessible it had been, with something of the
mirage in its position; but here it was now quite indisputably, and the fat end
of Gip's pointing finger made a noise upon the glass.
"If
I was rich," said Gip, dabbing a (5) _________ at the Disappearing Egg,
"I'd buy myself that. And that"--which was The Crying Baby, Very
Human --and that," which was a mystery, and called, so a neat card
asserted, "Buy One and Astonish Your Friends."
1._____________________________________________________________
2._____________________________________________________________
3._____________________________________________________________
4.____________________________________________________________
5._____________________________________________________________
III. Match the questions with answers:
1. What are you doing? A.
May
2. Who brought these nice flowers? B. in Warsaw
3. What book do you like most? C.
Lily
4. Which month of the year is the fifth? D.
at midnight
5. Whom did you give the bag? E.
next Wednesday
6. When did your brother arrive? F.
Tom Soyer
7. What time do you usually go to bed? G. nothing interesting
8. Where does your friend live? H.Your
son
დანართი 7 (კითხვის დასმის ტექნილის
გავარჯიშება)
Forming questions –
Exercise 1
Ask for the underlined
words:
1.
They heard a terrifying noise.
______________________________________
2. The dog goes over to the children.
______________________________________
3. He wrote down the address.
______________________________________
4. Tom looked at my flowers and vegetables.
______________________________________
5. Andy did his homework very quickly.
______________________________________
6. My mom paid for the tickets
_____________________________________
7. He kicked the ball high into the air.
_____________________________________
8. My sister has a new mobile phone.
_____________________________________
9. The children saw a red sports car.
_____________________________________
10. I ate the apple in the morning.
_____________________________________
11. This flower smells great.
_____________________________________
12. My dad repaired everything carefully.
_____________________________________
13. My sister’s friend lives in Chicago.
_______________________________________
14. We drank some lemonade.
_______________________________________
15. The boys are playing football.
_______________________________________
16. The
king sent him a letter.
_______________________________________
17. He went to the hill.
_______________________________________
18. The gardener cut the grass.
_______________________________________
19. The manager gives the drivers driving licences.
_______________________________________
20. The children made an awful mess.
_______________________________________
21. We watched the video yesterday.
_______________________________________
22. My brother went home because he was tired.
_______________________________________
23. They called Mary a stupid cow.
_______________________________________
24. He stays in bed till afternoon.
_______________________________________
25. Mom took an umbrella because it was raining.
_______________________________________
26. The students threw their hats into the air.
________________________________________
27. She wore black jeans last Tuesday.
________________________________________
28. We live in a small village in Wales.
________________________________________
29. They went up 350 steps to the top.
________________________________________
30. He took the elevator.
________________________________________
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წელს ნინოწმინდის სსიპ სოფელ
გორელოვკის №2საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურზე განვახორციელე პრაქტიკული კვლევა თემაზე:
,,უცხო ენის სწავლებისას
სასაუბრო უნარის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზების
ძიება“. კვლევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა
7 თვის განმავლობაში (2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით). მასში ჩართული
იყვენენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასის მოსწავლეები, უცხო ენის პედაგოგები. ამასთანავე
ხშირად მიწევდა კონსულტაციის გავლა სკოლის დირექტორთან.
კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგების,
დასკვნების და რეკომენდაციების გასაზიარებლად
2019 წლის 4 ივნისს ჩავატარე პრეზენტაცია და ჩემ კოლეგებს წარვუდგინე კვლევის ანგარიში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხო ენის კათედრის
წამომადგენლები, შეფასების ჯგუფის წევრები, ასევე სხვა დაინტერესებული პედაგოგები.
პრეზენტაციისას დეტალურად განვიხილე ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის
თითოეული ეტაპი, თუ რამ განაპირობა საკვლევი საკითხის შერჩევა, რა მეთოდები გამოვიყენე
მონაცემთა შესაგროვებლად, როგორ მიმდინარეობდა კვლევის პროცესი, რა ცვლილებები განვახორციელე
შედეგის გაუმჯობესების მიზნით, როგორი იყო ინტერვენციების განხორციელების შედეგები
და ა.შ. პრეზენტაციამ საშუალება მომცა კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი ჩემ მიერ შესრულებლი
სამუშაოსათვის და საბოლოო, დასრულებული სახით წარმედგინა დაინტერესებული კოლეგებისთვის.
პრეზენტაციის დასრულების
შემდეგ მიღებული უკუკავშირი და მათი ანალიზი:
პრეზენტაციის დასრულებისას
შეხვედრის მონაწილეების მხრიდან გამოითქვა პოზიტიური შეფასება შეხვედრის
ამგვარი ფორმით ორგანიზების, კეთილგანწყობილი
ურთიერთთანამშრომლობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების გამო. შეხვედრამ მასწავლებლებს აღუძრათ მოტივაცია. აღნიშნეს,
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა რთული და საპასუხისმგებლო აქტივობაა, მათაც დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა
და გაუზიარონ კოლეგებს. გთვაზობთ კოლეგებისგან მიღებულ უკუკავშირს და მათ ანალიზს:
1.
ერთ–ერთ კოლეგას გაუჩნდა კითხვა, რამდენად სანდო და ობიექტური
იყო მოსწავლეთათვის ჩატარებული ანკეტური გამოკითხვა,
მან საჭიროდ მიიჩნია დაზუსტებულიყო გამოკითხვის აუცილებლობა.
დავაკონკრეტე, რომ გამოვიყენე ანონიმური ანკეტირება დახურული კითხვების
საშუალებით, რადგან ვთვლიდი, რომ ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში მოსწავლეები
უფრო გულწრფელი იქნებოდნენ და შესაბამისად მათ
მიერ გაცემული პასუხები უფრო ზუსტი და სანდო იქნებოდა. ანკეტირება საჭიროდ
ჩავთვალე, რათა გამეგო თუ რა პრობლემები ჰქონდათ მოსწავლეებს, რა შეიძლება გაკეთდეს
ამ კუთხით, როგორი ტიპის დავალებებს შესრულება უადვილდებათ/უჭირთ და ა.შ.
ანკეტირების ანალიზი დამეხმარა პირველადი ტესტირების ტესტის შედგენაში.
2.
კოლეგის მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაცია,
რომ კვლევის მსვლელობისას წინასწარ კონკრეტულად ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზები და კვლევაში მონაწილე პირები.
მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე
კვლევის ანგარიშში შევიტანე გარკვეული კორექტირება. კერძოდ, შესავალში დავაკონკრეტე ვარაუდები,
რა შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ასევე შესავალში აღვნიშნე,
თუ ვინ იქნებოდა კვლევაში მონაწილე პირები.
3. კოლეგამ გამოთქვა ვარაუდი,
რომ ფოკუსირებული დაკვირვების დროს გაკვეთილზე დასწრების პროცესი შესაძლებელია რამდენადმე
არ ყოფილიყო რეალობის ადეკვატური, მაშინ, როცა მასწავლებელს ეცოდინებოდა შესაძლო დასწრების შესახებ შეიძლებოდა შექმნილიყო
ერთჯერადი ეფექტურობის სურათი.
დავაზუსტე ,რომ მართალია გაკვეთილზე
დასწრება დაიგეგმა მასწავლებელთან შეთანხმებით, მაგრამ ეს იყო არა წინასწარ განსაზღვრული
კონკრეტული გაკვეთილის, არამედ რამდენიმე კვირის
განმავლობაში დამკვირვებლების მიერ შერჩეული რამდენიმე გაკვეთილი. ამით თავიდან იქნა
აცილებული ერთჯერადი ეფექტურობა. თუმცა კვლევაში
ვინაიდან ამ საკითხზე ინფორმაცია ბუნდოვანი იყო და არ იყო ასეთი დეტალური საუბარი, ეს ფაქტორიც ჩაემატა ანგარიშში.
4. ერთ კოლეგას გაუჩნდა შეკითხვა, თუ როგორ იმუშავეს
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად, იყენებდნენ თუ არა ინტერნეტ–საიტებს, საუბრობდნე თუ არა
ერთმანეთთან, და როგორ ხდებოდა ყოველივე ამის მონიტორინგი
მოსწავლეეთა უმეტესმა ნაწილმა იმუშავა დამოუკიდებლად, შესაბამისად მათი შედეგიც
უფრო გაუმჯობესდა სხვებთან შედარებით, რაც შეეხება მონიტორინგს, როგორც უკვე კვლევის
ანგარიშში აღვნიშნე პერიოდულად ვატარებდი შეხვედრებს არასაგაკვეთილო დროს და ვახდენდით
მათ მიერ დამოუკიდებლად ნასწავლი სიტყვების გამოკითხვასა და გაზიარებას და ვაწყობდით
ამ აქტივობების განხილვას.
5. ბუნებრივია დაისვა კითხვა,
დავრჩი თუ არა კმაყოფილი საბოლოო შედეგით.
მინდა აღვნიშნო, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, გამოყენებულმა
მეთოდებმა, დაგეგმილმა და განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო, და აღვნიშნე,
რომ მათი თანამშრომლობისა და ჩემსა და მოსწავლეებს შორისკეთილგანწყობის, ასევე კოლეგებისა
და სკოლის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის გარეშე, ალბათ არსებული შედეგის მიღწევას
ვერ მოვახერხებდი. მოვახდინე პრობლემის იდენტიფიცირება, განვახორციელე ინტერვენციები
შდეგის გასაუმჯობესებლად, თავდაპირველი შედეგი მართლაც გაუმჯობესდა, თუმცა მსგავსი
ტიპის სამუშაოების გაგრძელება შედეგს კიდევ უფრო
უკეთესს გახდის.