ნინო ქერაშვილის გაკვეთილი



სამოდელო გაკვეთილის გეგმა 
საგანიინგლისური ენა
მასწავლებელი: ნინო ქერაშვილი 
ჩატარების ადგილისსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის #2 საჯარო სკოლა,
 თარიღი: 8 ნოემბერი 2018 წელი.
სწავლების საფეხური /კლასი: საშუალოI /  IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი9 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე - არ არის
მოსწრების დონე – საშუალოზე ცოტა მაღალი
წინარე ცოდნაDescribing places, Talking about regular activities.
თემა: Culture. Grammar – Present Continuous, Present Simple, Some, Any, Countable and Uncountable Bouns, Objective Pronouns  გრამატიკული მასალის გამეორება.
მიზანიმოსწავლეები შეძლებენ  მოსმენილი ტექსტის “London Sightseeing Places”  გაგებას და დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას, გამოავლენენ ლექსიკურ ცოდნას და ამავე თემის ირგვლივ მარტივ ინტერაქციას. გაიგებენ, გამოიყენებენ გრამატიკულ მასალას (Present Continuous, Present Simple, Some, Any, Countable and Uncountable Nouns, Objective Pronouns, )
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, სწავლის სწავლა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, მრავალენობრივი კომპეტენცია)  განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
შედეგი:
მოსმენა:                      უცხ.ს.III.3. მოსწავლე შეუძლია, მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები;
კითხვა:                        უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., დაიჯესტი, ბიოგრაფიული
                                      ცნობარი,  ანოტაცია და სხვა);
                                      უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღკითხვა.
სწავლის სწავლა:       უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
ლაპარაკი:                    უცხ.ს.III.18. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
შეფასების ტიპები და მეთოდებიგანმავითარებელი შეფასება (კომენტარის სახით) და განმსაზღვრელი (შეფასების რუბრიკით იხ.ქვ.)

აქტივობა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
მასწავლებელ მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს, თემას და შეფასების კრიტერიუმებს.
  ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
დაფა ,ფურცელი
2 წთ.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს
2
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს ნახატების მიხედვით, თუ რა დასახელების ადგილს შეიძლება ეკუთვნოდეს ის.
ინტერაქციის მეთოდი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
1-2
წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება
3
მოსწავლეები უსმენენ ტექსტს ნაწილ–ნაწილ და  ხდება გამოცნობა, თუ ტექსტის რომელი ნაწილი რომელ ნახატს შეესაბამება.
მოსმენა, ინტერაქცია
კლასთან ერთად
ინდივიდუალური
კომპიუტერი, სახელმძღვანელო
3.წთ
მოსმენის უნარის განვითარება
4
მასწავლებელი კენჭისყრის მეშვეობით მოსწავლეებს  არჩევინებს ბარათებს, (ბარათებზე წერია დასათაურებები) თუ  ტექსტის რომელი ნაწილის გარჩევა და თარგმნა მოუწევს. შემდეგ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აძლევს დანაწევრებული ტექსტის იმ ნაწილს, რომელიც მოსწავლემ ამოირჩია და სავარაუდოდ უცნობი, ახალი სიტყვების ჩამონათვალს, რაც ტექსტში შედის. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტის ამორჩეულ ნაწილს და გასცემენ კითხვებზე პასუხს ინდივიდუალურად. კითხვები მომზადებულია და დაფაზე გაკრული.
ტექსტის სიღრმისეული გააზრება
ინდივიდუალური
ბარათები,  მუყაოებზე დიდი ასოებით დაწერილი ტექსტის ნაწილები, ახალი სიტყვები
3 წთ
მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ ტექსტზე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი და მთავარი აზრის გამოტანის უნარი.
4
ახალ სიტყვებზე მუშაობა. მასწავლებელი მაგიდაზე ალაგებს ცალ–ცალკე პატარა მუყაოზე დაწერილ ახალ სიტყვებს და მათ ინგლისურ ახსნას და მოსწავლეებმა უნდა დააწყვილონ სიტყვები ახსნასთან.
სიტყვებზე ყურადღების გამახვილება
ჯგუფური მუშაობა
ბარათები
3 წთ
5
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს სამ ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში სამი მოსწავლეა და სულ სამი ჯგუფია) და ჯგუფებს აძლევს დავალებას, ინტერნეტით მოიძიონ ინფორმაცია მსგავს ადგილებზე და გააკეთონ პატარა პრეზენტაცია ამ ადგილების შესახებ.
ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში
ჯგუფური მუშაობა
კომპიუტერები, ინტერნეტი, ფურცლები, კალმები
15 წთ
გაიუმჯობესებენ თანამშრომლობის უნარებს, მიიღებენ გამოცდილებას ინტერნეტიდან მთავარი ინფორმაციის ამოკრების.
6
მასწავლებელი დაფაზე აკრავს გრამატიკული კატეგორიების დასახელებებს ინგლისურად და სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, თუ რა იციან ამ გრამატიკული კატეგორიების შესახებ, რომლებიც მთელი თავის განმავლობაში ისწავლეს. მოსწავლეები ასახელებენ მთავარ მომენტებს და მოჰყავთ გრამატიკული კატეგორიების მიხედვით მაგალითები, ადგენენ წინადადებებს ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიების გამოყენებით. 

მასალის შეჯამების მეთოდი
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა.
 მუყაოს პატარა ფურცლები, დაფა, ცარცი, ადამიანური რესურსი.
7 წთ
ისწავლიან ლექს,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
7
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალება
სახელმძღვანელო, დავალების რვეულები, კალმები
1 წთ
საშინაო დავალების შესრულების შემდეგ, მომდევნო გაკვეთილზე  შეჯამდება, თუ რა მასალა აითვისა გაკვეთილზე და შეცდომების გაანალიზების საფუძველზე მასწავლებელი გადაწყვეტს, რა აქტივობებით გააღრმავოს მოსწავლეებში განვლილი მასალა.

შეფასება
უკუკავშირი
კლასთან ერთად
შეფასების რუბრიკა
5წთ
მოსწავეები შეფასების რუბრიკის დახმარებით მიიღბენ განმავითარებელ უკუკავშირს და განმსაზღვრელ შეფასებას.

შეფასების რუბრიკა


          კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
      კარგი
ძალიან კარგი
1
წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას,მახვლებს
2-3 სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით
4-5 სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით
უმეტეს სიტყვებს წარმოთქვამს  შესაბამისი ინტონაციით და მახვილით
ყველა სიტყვას წარმოთქვამს შესაბამისი ინტონაციით და მახვილით
2
ასახელებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს
2-3 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
4-5 სიტყვას ასახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
უმეტეს სიტყვას ახელებს ლექსიკურ თემასთან დაკავშირებით
სწორად ასახელებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებს
3
ზეპირად კითხულობს ტექსტს და ასრულებს სიმღერას
ვერ კითხულობს და ვერ ასრულებს სიმღერას
ნაწილობრივ მღერის და კითხულობს
სიმღერის მღერისას და ტექსტის კითხვისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომას,
სრულად იცის სიმღერის ტექსტი,შეუძლია სურათების წაკითხვა ზეპირად
4
პასუხობს კითხვებს
ვერ პასუხობს კითხვებს
ნაწილობრივ პასუხობს კი/არა
კარგად პასუხობს კითხვებს და უშვებს უმნიშვნელო შეცდომას
სრულად პასუხობს კითხვებს


No comments:

Post a Comment